მანგუსტი (ლათ. Herpestes ichneumon) — მტაცებელი ძუძუმწოვარი მანგუსტისებრთა ოჯახისა.[1][კ 1] მისი მურა-ნაცრისფერი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს, აქვს გრძელი ბეწვით დაფარული მსხვილი კუდი.

მანგუსტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Herpestes ichneumon (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41613

გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიასა და სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში (პირენეს ნახევარკუნძული). იკვებება წვრილი მღრღნელებით. აქტიურია ღამით. გველების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. ზოგჯერ ზიანს აყენებს საფრინველეებს. აკლიმატიზებულია იუგოსლავიაში, იტალიასა და კუნძულ მადაგასკარზე.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1. ადრე მას აერთიანებდნენ ვივერისებრთა ოჯახში.