მთავარი მენიუს გახსნა

ვივერისებრნი (ლათ. Viverridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელი რიგისა. აქვთ მოკლე ფეხები და გრძელი კუდი. გავრცელებული არიან ევროპაში, სამხრეთ აზიაში, აფრიკასა და მადაგასკარზე. უმრავლესობა მიწაზე ბინადრობს, ზოგი მეხეურ ცხოვრებასაა შეგუებული. იკვებებიან მღრღნელებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით, მწერებით, ზოგი ჭამს მცენარეთა ნაყოფს. ზოგი სახეობა განსაკუთრებული ჯირკვლებიდან გამოყოფს სუნიან სეკრეტს — ციბეტინს. სარჩოს საძებრად ღამოთ გამოდიან. ხშირად ბინადრობენ ადამიანის სამოსახლოს მიდამოებში, ზოგი მათგანი სახლებში ჰყავთ თაგვების დასაჭერად. მრავლდებიან წლის სხვადასხვა დროს. შობენ 2-5 ნაშიერს. ვივერისებრნი აერთიანებენ 15 გვარის 35 (ან 36) სახეობას,[1] მ. შ. ყველაზე ცნობილია ბინტურონგი, გენეტა, ვივერა, ციბეტა და სხვა.

ვივერისებრნი
Viverrids mosaic.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Viverridae (Gray, 1821)

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Wozencraft, W.C. (2005). "Order Carnivora". In Wilson, D.E.; Reeder, D.M. Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. pp. 548–559. ISBN 978-0-8018-8221-0.