გველბრუცასებრნი (ლათ. Typhlopidae) — გველების ოჯახი. აქვთ გლუვქერცლიანი ჭიისმაგვარი, 10-80 სმ-მდე სიგრძის სხეული; ქერცლოვანი ფარით დაფარული წვრილი, ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველი თვალები, ქიცვით დაბოლოებული კუდი, რომელსაც ცოცვის დროს ეყრდნობიან; ზედა ყბაზე განლაგებულია რამდენიმე კბილი. მათი აგებულების თავისებურებები დაკავშირებულია ნიადაგში ცხოვრებასთან. მათი თვალები რედუცირებულია და დაფარულია გამჭვირვალე, დამცავი გარსით. სხეული დაფარული აქვთ წვრილი ქერცლებით, კუდი მოკლეა და აღჭურვილია ქაცვებით, გადაადგილებისას გველი კუდს ეყრდნობა. თავი წინიდან მსხვილი ფარებით აქვთ დაფარული, თავის ქალას ძვლები ერთმანეთთან მჭიდროდაა შეერთებული და, როგორც წესი, ზედა ყბაზე აქვთ უკან მიმართული კბილები, ხოლო ქვედა ყბაზე კბილები არ გააჩნიათ. ოჯახი შეიცავს 5-6 გვარს, დაახლ. 170-მდე სახეობით. ყველაზე გავრცელებული გვარია Typhlops (დაახლ. 120 სახეობა), მისი წარმომადგენლები ფართოდ არიან გავრცელებულნი ყველა კონტინენტის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მხარეებში. დანარჩენი 4 გვარი (Helminthopis, Liotyphlops, Typhlopis, Anomalepis) წარმოდგენილია მხოლოდ მცირე რაოდენობით ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. გვარი Anomalepis განსხვავდება ოჯახის სხვა გვარებისაგან იმით, რომ ქვედა ყბაზე მას გააჩნია წყვილი კბილი. გველბრუცასებრნთა ყველა ამერიკულ გვარს აერთიანებენ Anomalepididae ოჯახში.
გვარი[1]
|
სახეობა[1]
|
სახელწოდება
|
გავრცელების არეალი
|
Acutotyphlops
|
5
|
|
აღმოსავლეთ პაპუა-ახალი გვინეა და სოლომონის კუნძულები.
|
Cyclotyphlops
|
1
|
|
ინდონეზია: სელატანის მხარე, სამხრეთი სულავესი.
|
Ramphotyphlops
|
49
|
გრძელკუდა გველბრუცასებრნი
|
მიანმარი, ტაილანდი, მალაიზია, ჰონგ კონგი, ჩინეთი, ლესერ სუნდას კუნძულები, მოლუკასი, ინდონეზია, ფილიპინები, პალაუს კუნძულები, ავსტრალია, ახალი გვინეა, ბისმარკის არქიპელაგი, სოლომონის კუნძულები, ლიაიოტე, ფიჯის კუნძულები და სავარაუდოდ ახალი კალიდონია.
|
Rhinotyphlops
|
28
|
|
ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა, საჰარის სამხრეთი.
|
TyphlopsT
|
120
|
გველბრუცასებრნი
|
სამხრეთაღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ტროპიკული და სუბტროპიკული აზია, აფრიკა, მადაგასკარი, ინდოეთის ოკეანის ზოგიერთი კუნძული, ფილიპინები, მოლუკასი, ახალი გვინეა, ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა და დასავლეთ ინდიესი.
|
Xenotyphlops
|
1
|
|
მადაგასკარი.
|
T) ტიპური გვარი.