აბეს ტბა
აბეს ტბა — მლაშე ტბა აფრიკაში. მდებარეობს ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჯიბუტის დასავლეთით. ტბაზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჯიბუტისა და ეთიოპიას შორის. წყლის სარკის ფართობი შეადგენს დაახლოებით 320 კმ²-ს. მისი მაქსიმალური სიღრმეა 37 მეტრი. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 243 მეტრზე, ხოლო წყლის მოცულობა შეადგენს 2752 კმ³-ს. ეს ტბა იკვებება მინერალური მარილებით გაჯერებული ცხელი წყაროებით. ტბა ცნობილია კირქვის კოლონებით, რომელთა სიმაღლე აღწევს 50 მეტრს.
აბეს ტბა | |
---|---|
აბეს ტბის ხედი კოსმოსიდან | |
კოორდინატები: 11°10′ ჩ. გ. 41°47′ ა. გ. / 11.167° ჩ. გ. 41.783° ა. გ. | |
მდებარეობა | ერიტრეა ეთიოპია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 243 მ |
ფართობი | 320 კმ² |
მოცულობა | 2752 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 37 მ |
ჩამდინარე მდინარეები | ავაში |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Photos of Lake Abbe (ფრანგული)
- ILEC database entry for Lake Abbe დაარქივებული 2007-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Lake Abbe