ლანგუსტისებრნი
ლანგუსტისებრნი (ლათ. Palinuridae) — უხერხემლო ცხოველების ოჯახი ათფეხა კიბოების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. სხეული და ანტენები ქიცებითაა დაფარული. მარწუხები არა აქვთ. გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის, ატლანტისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე. ლანგუსტისებრნი იჭმევა და წარმოადგენს რეწვის ობიექტს. ძირითადაი სარეწაო სახეობებია ჩვეულებრივი ლანგუსტი (Palinurus vulgaris), Palinurus argus, Palinurus interruptus, Palinurus japonicus და სხვა.
ლანგუსტისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ლანგუსტი (Palinurus vulgaris) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Palinuridae | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 119.