ოქტავა
ოქტავა (ლათ. octava — მერვე) — მუსიკალური ინტერვალი, სადაც თანაფარდობა ბგერების სიხშირეთა შორის არის 1:2.
ოქტავის ინტერვალი მოიცავს დიატონური ბგერათრიგის რვა საფეხურს, მაგალითად, «დო»-დან შემდგომ «დო»-მდე ან «რე»-დან შემდგომ «რე»-მდე და ა შ. ოქტავა აღინიშნება ციფრით 8.
არსებობს ოქტავის სამი ნაირსახეობა:
- სუფთა ოქტავა — ინტერვალი შეიცავს რვა საფეხურს და ექვს ტონს.
- შემცირებული ოქტავა — ინტერვალი შეიცავს რვა საფეხურს და ხუთნახევარ ტონს.
- გადიდებული ოქტავა — ინტერვალი შეიცავს რვა საფეხურს და ექვსნახევარ ტონს.