კიბორჩხალა

(გადამისამართდა გვერდიდან ცხრაფეხები)

კიბორჩხალა,[1] ცხრაფეხები, მოკლეკუდიანი კიბოები (ლათ. Brachyura) — უხერხემლოების ინფრარიგი ათფეხა კიბოების რიგისა. ზომები რამდენიმე მილიმეტრიდან 3 მ-მდე. აქვთ პატარა თავი, ფართო თავმკერდი, მოკლე მუცელი. ბინადრობენ ზღვებში, მტკნარ წყალსატევებში და ხმელეთზე. ყველა კიბორჩხალა, მტკნარი წყლის ფორმების გარდა, მრავლდება ზღვაში. კიბორჩხალების განვითარება მეტამორფოზით ხდება. აქვთ ავტოტოომიის უნარი. იკვებებიან უმთავრესად უხერხემლოებით. მრავალი მათგანი იჭმება და რეწვის ობიექტია. ზოგიერთი კიბორჩხალა ანადგურებს სარეწაო მოლუსკებს, ან აზიანებს თევზსაჭერ ბადეებს და კაშხლებს. ცნობილია მათი 4 000-ზე მეტი სახეობა.

კიბორჩხალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Brachyura

ლიტერატურა

რედაქტირება