შვიდი ძმის კუნძულები

შვიდი ძმის კუნძულები (ფრანგ. Îles des Sept Frères, არაბ. السوابع), ასევე ცნობილია, როგორც სავაბის კუნძულები ან სებას კუნძულებიარქიპელაგი ბაბ-ელ-მანდების სრუტეში (წითელ ზღვასა და ადენის ყურეს შორის). კუნძულები ადმინისტრაციულად ეკუთვნის ჯიბუტის ობოკის რეგიონს და შესანიშნავი ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის.[1] ინგლისურ გამოცემებშიც კი არქიპელაგს დღესაც ხშირად მოიხსენიებენ ფრანგული სახელით — Sept Frères.

შვიდი ძმის კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles des Sept Frères
არაბ. السوابع
გეოგრაფია
მდებარეობა ბაბ-ელ-მანდების სრუტე
კოორდინატები კოორდინატები: 12°27′38″N 43°25′27″E / 12.4606° ჩ. გ. 43.4242° ა. გ. / 12.4606; 43.4242
კუნძულთა რაოდენობა 6
მთავარი კუნძული დიდი კუნძული (Kaḏḏa Dâbali)
ფართობი 0,9 კმ²
უმაღლესი წერტილი 114 მ
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
რეგიონი ობოკის რეგიონი
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი

გეოგრაფია რედაქტირება

 
ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე შვიდი ძმის კუნძულები

არქიპელაგი წარმოადგენს 6 ვულკანური კუნძულის ჯაჭვს, რომელიც გადაჭიმულია დაახლოებით 10 კმ-ზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ:[2]

  • დასავლეთის კუნძული, ანუ წითელი კუნძული (H̱amra), სიმაღლე — 62 მეტრი
  • ორმაგი კუნძული (Ounḏa Dâbali), სიმაღლე — 46 მეტრი
  • დაბალი კუნძული (Tolka), სიმაღლე — 17 მეტრი
  • დიდი კუნძული (Kaḏḏa Dâbali), სიმაღლე — 114 მეტრი
  • აღმოსავლეთის კუნძული (H̱orod le ‘Ale), სიმაღლე — 83 მეტრი
  • სამხრეთის კუნძული (‘Ounḏa Kômaytou), სიმაღლე — 47 მეტრი

"მეშვიდე ძმა" არ არის კუნძული, იგი ვულკანური ბორცვია რას სიიიანის (Ras Siyyan) ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე.

დასავლეთის კუნძული მდებარეობს დაახლოებით 4,5 კმ-ში აღმოსავლეთით რას სიიიანის ნახევარკუნძულიდან და 6,0 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით ჯიბუტის სანაპიროდან.[3]

ყველა კუნძული გარშემორტყმულია რიფებით. ყველა კუნძული რუხი ფერისაა, დიდი კუნძულის გამოკლებით, რომელიც მოყვითალოა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Alwan, Daoud Aboubaker; Mibrathu, Yohanis (2000) Historical dictionary of Djibouti. Scarecrow Press, გვ. 47–. ISBN 978-0-8108-3873-4. ციტირების თარიღი: 28 May 2011. 
  2. 2.0 2.1 Sailing Directions (Enroute) - Red Sea and Persian Gulf, page 162. National Geospatial Intelligence Agency pub. 172. Accessed 2012-07-6.
  3. Dzurek, Daniel J. (2001) Parting the Red Sea: boundaries, offshore resources and transit. IBRU, გვ. 8–. ISBN 978-1-897643-46-4. ციტირების თარიღი: 28 May 2011.