სომალი ენა
სომალი ენა (სომალი: Af Soomaali) — სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახის ქუშიტურ ჯგუფში შემავალი ენა. გავრცელებულია სომალის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეთიოპიის აღმოსავლეთსა და კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. სომალი ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 10-16 მლნ კაცი. ძირითადი დიალექტებია ისააკი, ისა, დაროდი, ჰავია და დიგილი. დამწერლობა ეფუძნება ლათინურ ანბანს (1973 წლიდან).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 459.