ჰასან გულედ აპტიდონი
ჰასან გულედ აპტიდონი (ფრანგ. Hassan Gouled Aptidon; დ. 15 ოქტომბერი, 1916, სომალი — გ. 21 ნოემბერი, 2006, ჯიბუტი, ჯიბუტი) — ჯიბუტის პოლიტიკური მოღვაწე. ჯიბუტის პირველი პრეზიდენტი 1977-1999 წწ.
ჰასან გულედ აპტიდონი | |
ჯიბუტის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ივნისი, 1977 – 8 მაისი, 1999 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ისმაილ ომარ გელე |
აფართა და ისათა საფრანგეთის ტერიტორიიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 მაისი, 1977 – ივლისი, 1977 | |
პრეზიდენტი | ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი |
წინამორბედი | აბდალა მუჰამედ ქამილი |
მემკვიდრე | აჰმედ დინი აჰმედი |
დაბადებული | 15 ოქტომბერი, 1916 სომალი |
გარდაცვლილი | 21 ნოემბერი, 2006 ჯიბუტი, ჯიბუტი |
დაიბადა თანამედროვე სომალის ტერიტორიაზე, იბრძოდა ჯიბუტის საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობისათვის და მისი სომალისთან შეერთების წინააღმდეგ.
1981 წელს ქვეყანაში დაამყარა ერთპარტიული მმართველობა. 1991 წელს ოპოზიციამ ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი. 1992 წელს აპტიდონი დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებას მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყნის სათავეში არ უნდა ყოფილიყო ოთხ პოლიტიკურ ძალაზე მეტი. მიუხედავად ამისა, მისმა პარტიამ მიიღო პარლამენტის ყველა მანდატი და თავად აპტიდონი კიდევ ერთხელ აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად. 1990-იანი წლების ბოლოს ჯიბუტის ეკონომიკამ დაიწყო მკვეთრი დაცემა, რამაც აპტიდონი აიძულა თავის შემცვლელად დაესახელებინა საკუთარი ძმისშვილი ისმაილ ომარ გელე. თუმცა აპტიდონი კვლავ დარჩა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა და ძმისშვილის მრჩეველი გარდაცვალებამდე.