ქუშიტური ენები — ენათა ოჯახი აფრაზიულ ენებში. სახელწოდება მინიჭებული აქვს სემიტური ენების ანალოგიურად. ბიბლიის თანახმად ქამის შვილის სახელიდან ქუშა, რომელიც ითვლება ამ ენაზე მოლაპარაკე ერების წინაპრად.

ქუშიტური ენა გავრცელებულია აფრიკის რქის ტერიტორიაზე არსებულ ქვეყნებში. ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ორომო (დაახლოებით 25 მილიონამდე მოსაუბრე ამ ენაზე), სომალი ენა (15 მილიონი ადამიანი), სომალელები სომალში, ჯიბუტი, ეთიოპია, იემენი და კენია. სიდამო (2 მილიონი ეთიოპიაში). ხადია (1,6 მილიონი), კამბატტა (1,4 მილიონი) და აფარული (1,5 მილიონი) ერიტრეაში, ეთიოპიაში და ჯიბუტში.

კლასიფიკაცია

რედაქტირება
 
მუქი-მწვანე — ქუშიტური ენები

არსებობს ქუშიტური ენების სხვადასხვა კლასიფიკაცია, ქვემოთ მოყვანილია ჯოზეფ გრინბერგის მიერ შემოთავაზებული ტრადიციული კლასიფიკაცია:

  • ცენტრალური-ქუშიტური ენები
  • აღმოსავლეთ-ქუშიტური ენები
  • სამხრეთ-ქუშიტური
  • ბედჟა — ზოგჯერ გამოიყოფა აფრაზიული ენების განსაკუთრებულ შტოდ

დამწერლობა

რედაქტირება

ქუშიტური ენების უმრავლესობას არ აქვს დამწერლობა. ორომოს ენა და სომალური ენა იყენებს ლათინურ დამწერლობას (1977 წლიდან).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება