სემიტური ენები
სემიტური ენები — აზიისა და აფრიკის კონტინენტზე გავრცელებული მონათესავე ენები, რომელთა ფიქსირებული ისტორია 6 ათას წელს მოიცავს. სემიტურ ენებს ყოფენ აღმოსავლურ (აქადური — მესოპოტამიაში) და დასავლურ შტოებად. დასავლური თავის მხრივ იყოფა ჩრდილოურ სემიტურად (ამორეული, უგარითული, არამეული, ებრაული, მოაბური, ფინიკიური), რომლებიც სირია-პალესტინაშია გავრცელებული, და სამხრეთულ სემიტურად (არაბული, ეთიოპიური), რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული. დროთა განმავლობაში ხმარებიდან გამოდიოდნენ ცალკეული სემიტური ენები, ან ამა თუ იმ ენის გარკვეული დიალექტები. დღეს ცოცხალ ენებად აღარ ითვლება აქადური, ამორეული, ფინიკიური და უგარითული, არამეულისა და ეთიოპიურის მთელი რიგი ლიტერატურული დიალექტები, მათ შორის კლასიკური კლასიკური სირიული, მანდეური, გეეზი. XX საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა თვალსაზრისი, რომ სემიტური ენები ქმნიან ერთ ენობრივ ოჯახს, რომელიც ხასიათდება მორფოლოგიური თუ სინტაქსური სტრუქტურის საერთო ტიპით, ბგერათა შესატყვისობის მკაცრი კანონზომიერებით. შემდგომში მას დაუპირისპირდა მოსაზრება სემიტური და ე.წ. ქამიტური ენების გენეტიკური ერთიანობის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მეფარიშვილი, მარინა, სემიტური ენების ისტორიული გრამატიკა, ნაწ. 1: ფონეტიკა, ფონოლოგია: სალექციო კურსი; რედ. მარიამ ჩაჩიბაია; თბ. : უნივერსალი, 2008; ISBN 978-9941-12-157-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღმოსავლეთმცოდნეობა დაარქივებული 2007-07-08 საიტზე Wayback Machine.
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამა (მცირე დახასიათება)[მკვდარი ბმული]
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაბისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე სასწავლო საგნების ჩამონათვალი[მკვდარი ბმული]