ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არაბისტიკა ან არაბთმცოდნეობა — დარგი, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ვიწრო გაგებით არაბული ენისა და ლიტერატურის (არაბული ფილოლოგია) სხვადასხვა საკითხებს, ხოლო უფრო ფართო გაგებით კი არაბისტიკა მოიცავს არაბულენოვან ქვეყნებთან, მათ რელიგიასთან, კულტურასთან, საერთოდ ცალკეული არაბული ქვეყნების ცხოვრებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებს აწმყოსა და წარსულში.

არაბისტიკა, როგორც მეცნიერება აღმოსავლეთმცოდნეობის ნაწილს წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ისლამოლოგიასთან.

ენათმეცნიერულ ნაწილში არაბული ფილოლოგია შეისწავლის ძველ არაბულს, კლასიკურ არაბულს, საშუალო არაბულს, თანამედროვე არაბულსა და მის დიალექტებს.

არაბისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა იკვლევს ისლამამდელი ხანიდან დღემდე შექმნილ არაბული ლიტერატურას, პროზასა და პოეზიას, მრავალსაუკუნოვანი ისლამური კულტურის წიაღში შექმნილ სხვადასხვა რელიგიურ, ფილოსოფიურ, ისტორიულ და გეოგრაფიულ ტექსტებს, ასევე არაბულ ენაზე არსებულ ებრაულ და ქრისტიანულ ლიტერატურებს.

არაბისტიკა საქართველოსა და ევროპაში

რედაქტირება

არაბისტიკა საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩაისახა და XIX საუკუნიდან ისტორულ–კრიტიკული დისციპლინად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა ამ დარგმა მეოცე საუკუნის საქართველოში. სწორედ მეოცე საუკუნის ქართული არაბისტიკის ერთ–ერთ თვალსაჩინო ფიგურას წარმოადგენს აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, რომლის შრომები თავისი მნიშვნელოვნებით სცდება საქართველოს ფარგლებს.

დღეს არაბისტიკას სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლიან თბილისისა და ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად ორი — ფილოლოგიური და ქვეყანათმცოდნეობითი მიმართულებით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არაბისტიკა“-დან