აღმოსავლეთმცოდნეობა
აღმოსავლეთმცოდნეობა (ასევე ორიენტალისტიკა) — სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც აღმოსავლეთის ენების, სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლითაა დაკავებული.
აღმოსავლეთმცოდნეობა ევროპაში
რედაქტირებაევროპაში, აღმოსავლეთმცოდნეობა როგორც აკადემიური დისციპლინა პარიზში 1795 წელს დაარსდა სახელწოდებით — École spéciale des langues orientales. პარიზის ამ სკოლაში ასწავლიდა სილვესტრ სასი (Silvestre de Sacy, 1758—1838), რომელმაც თავისი მოღვაწეობით დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთმცოდნეობითი მეცნიერების განვითარებაზე. გერმანიაში 1845 წელს დაფუძნდა გერმანიის აღმოსავლური საზოგადოება, რომელიც დღემდე შეისწავლის აზიის, აფრიკის და ოკეანეთის ქვეყნებს, მათ ენებს, საზოგადოებებს, კულტურებს. ვენაში 1886 წელს შეიქმნა ორიენტალისტიკის ინსტიტუტი. ავსტრიის დედაქალაქში არსებულ ამ ინსტიტუტში დღესდღეობით ფუნქციონირებს ძველსემიტური ფილოლოგიისა და წინა აზიის არქეოლოგიის, არაბისტიკისა და თურქოლოგიის სპეციალობები.
ორიენტალისტიკის დისციპლინებია ასირიოლოგია, ირანისტიკა, თურქოლოგია, ოსმანისტიკა, სემიტოლოგია და ზოგჯერ სემიტოლოგიისაგან განცალკევებით დგას აგრეთვე არაბისტიკა და ისლამოლოგია.
სიტყვის ფართო გაგებით აღმოსავლეთმცოდნეობა შეიძლება მოიცავდეს ეგვიპტოლოგიასაც. ეგვიპტოლოგიას ხშირად აფრიკანისტიკას მიაკუთვნებენ.
- იაპონიაშიც არსებობს სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც პირიქით ევროპის, ან დასავლეთის შესწავლითაა დაკავებული. (იხ. რანგაკუ.)
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღმოსავლეთმცოდნეობა დაარქივებული 2007-07-08 საიტზე Wayback Machine.
- გოეთეს სახ. ინსტიტუტი: გერმანული ორენტალისტიკა. კლასიკური ორიენტალისტიკის ცუდი სახელის გამო ისლამურ სამყაროში
- რომან ლოიმეიერი: ედვარდ საიდი და გერმანულენოვანი ორიენტალისტიკა: Eine Kritische Würdigung. Wiener Zeitschrift für kritische Afrikastudien 2/2001, Jg. 1