აფრიკანისტიკა
აფრიკანისტიკა — აფრიკის ხალხთა, სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების, ისტორიის, სამართლის, საზოგადოებრივი აზრის განვითარების, ეთნოგრაფიის, ენების, ლიტერატურის, ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერებათა ერთობლიობა.
აფრიკანისტიკა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში
რედაქტირებასაფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა, რუსეთი, იტალია, გერმანია და შვეიცარია, ეს ქვეყნებია, რომლებშიც ისტორიულად ყალიბდებოდა აფრიკის კონტინეტის მეცნიერულად შესწავლის ინტერესი.
თუ გერმანულენოვან ქვეყნებში აფრიკანისტიკა უფრო ფილოლოგიური მიმართულებითაა დაკავებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძირითადად სოციოლოგიური გეზი აქვს აღებული.
ფრანგული აფრიკანისტიკა საუნივერსიტეტო კვლევასა და სწავლებაში ორივე აქცენტს სვამს — ფილოლოგიურსა და სოციოლოგიურს.
აფრიკის კვლევის ცენტრს წარმოადგენს ბაზელი, სადაც 2002/03 წლიდან აფრიკის კვლევების სპეციალობა ფუნქციონირებს, სადაც იმის გამო კვლევა და სწავლება თითქმის მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მას ინგლისური სახელწოდებითვე — African Studies მოიხსენიებენ.
თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში კი აფრიკანისტიკას სულ სხვა სახელწოდებით იცნობენ, კერძოდ კი — area studies. რაც შეეხება რუსეთს, აქაური აფრიკანისტები ტრადიციულად ყოველთვის აფრიკის საჰარის სამხრეთით არსებულ გეოგრაფიულ სივრცეზე იყვნენ კონცენტრირებული.
საზოგადოდ, აფრიკანისტიკა წარმოადგენს კომპლექსს ცალკეული, დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინებისა, რომლებიც ხშირად მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან; იგი შეისწავლის აფრიკის არა მარტო ენებსა და ლიტერატურებს, ან ამ კონტინენტის საზოგადოებათა სოციალურ პრობლემებს, არამედ აკვირდება და იკვლევს ასევე პოლიტიკურ მიმდინარე პროცესებს. აფრიკანისტიკა მოცემული სივრცის ფარგლებში დაკავებულია ეკონომიკისა და ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხების კვლევითაც.
აფრიკის შესწავლის მიზეზი - კოლონიალიზაცია
რედაქტირებაისტორიულად, აფრიკის შესწავლის პირველმიზეზი ამ კონტინენტზე მცხოვრები ხალხების კოლონიალიზაცია იყო.
აფრიკანისტიკის არაბული საწყისები
რედაქტირებაშუა საუკუნეებში აფრიკის კვლევის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს არაბმა სწავლულებმა, ვაჭრებმა და მოგზაურებმა ალ-მასუდიმ, ალ-იდრისიმ, იბნ ჰალდუნიმ და სხვ., რომელთაც სხვადასხვა დროს მოუვლიათ კონტინენტის ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით ესა თუ ის მხარე. სწორედ ეს არაბულენოვანი ჩანაწერები წარმოადგენს იშვიათ წყაროებს შუა საუკუნეებისდროინდელი ფაქტობრივად უმწერლობო აფრიკის შესახებ.
აფრიკანისტიკის ევროპული საწყისები
რედაქტირებაახალ დროში აფრიკანისტიკის განვითარებას გარკვეული ბიძგი მისცა ევროპელ კოლონიზატორთა დაინტერესებამ; 1795 წელს შეიქმნა „ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოება“, ხოლო 1821 წელს კი „პარიზის გეოგრაფიული საზოგადოება“ დაფუძნდა. ამ დროის გამორჩეული მოგზაურები იყვნენ მ. პარკი, დ. ლივინგსტონი, ჰ. ბარტი, გ. შვაინფურტი, რ. კაიე, ა. ბულატოვიჩი.
XIX საუკუნის ბოლოს ევროპის სპეციალურ სკოლებში (ბერლინის უნივერსიტეტში კი 1887 წლიდან) დაიწყეს აფრიკული ენების სწავლება, სადაც ამზადებდნენ მომავალ კადრებს კოლონიალური ადმინისტრაციისათვის.
ჩინეთი
რედაქტირებაჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დიდი ინტერესი შეიმჩნევა აფრიკის კონტინეტისადმი, რაც ამ კონტინენტის ენების შესწავლაში გამოიხატება. ჩინური ბიზნესი მეტად წარმატებულია აფრიკის არა ერთ და ორ ქვეყანაში.
საქართველოში აფრიკას არ შეისწავლიან არც ენათმეცნიერული, და არც სოციოლოგიური, და არც სხვა რამ თვალსაზრისით, თუმცა არსებობს კი ე.წ. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი.