ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისლამოლოგია (ასევე ისლამცოდნეობა, ანდა უფრო იშვიათად ისლამისტიკა) — სამეცნიერო დისციპლინა და იკვლევს ისლამს როგორც რელიგიას, ისლამურ საზოგადოებებსა და კულტურებს.

ყურანის სწავლება ფეისალაბადი, პაკისტანი

ისლამოლოგია ორიგინალურ ტექსტებზე დაყრდნობით, რომლებიც ძირითადად არაბულ ენაზეა შესრულებული, მეცნიერულად შეისწავლის, აანალიზებს როგორც საკუთრივ ისლამურ წერილობით ძეგლებსა და ისლამური სამყაროს ისტორიას, ასევე ყურანს, ჰადისს, ისლამურ სამართალსა და ისლამურ ლიტერატურას. ყოველივედან გამომდინარე არაბული ენის შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია ამ მეცნიერების დაუფლება.

ისლამისტი ვერსუს ისლამოლოგი

რედაქტირება

ზოგან, ევროპულ ენებზე არსებული შესაბამისი ლიტერატურის კითხვისას შეიძლება შევხვდეთ სიტყვას ისლამისტი. მოცემული ტერმინით სულ რამდენიმე წლის წინათ მართლაც აღნიშნავდნენ ისლამის სპეციალისტს გამოდიოდნენ-რა სიტყვაფორმიდან ისლამისტიკა. დღესდღეობით, სიტყვა „ისლამისტი“ რელიგიურ-პოლიტიკური შეფერილობის ნეოლოგიზმად გადაიქცა, ხოლო მის ადგილას დამკვიდრდა დარგის გამოსახატავად ისლამოლოგია, ისლამის მკვლევარისა კი ისლამოლოგი, ანუ ქართულად ისლამცოდნე დამკვიდრდა.

ისლამოლოგიას შეისწავლიან გერმანიის უნივერსიტეტებში. სწავლება მოიცავს ისლამური აღმოსავლეთის რელიგიას, კულტურასა და ისტორიას. სტუდენტები, რომელთაც ძირითად სპეციალობად აქვთ არჩეული ისლამოლოგია ან არაბისტიკა შეისწავლიან აგრეთვე არაბულ სალიტერატურო ენას და მეორე აღმოსავლურ ენას სპარსულს ან თურქულს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ურდუს ან ინდონეზიურს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლიტიკური ისლამის შესწავლას.

არანაკლები ყურადღება ეთმობა აგრეთვე ისლამური აღმსარებლობის წიაღში აღმოცენებული ხალხური ტრადიციების შესწავლას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისლამოლოგია“-დან