იუდაისტიკა
იუდაისტიკა არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის და იკვლევს იუდაიზმს, ანუ ისრაელის ხალხის ისტორიას, კულტურასა და რწმენას. ამ კვლევებში მთავარი ამოსავალი წერტილი არის ებრაული წერილობითი ძეგლების ფილოლოგიური ანალიზი. როგორც ცნობილია, ეს წყაროები სხვადასხვა ენაზე (ებრაული, არამეული, იუდეო-არაბული, იდიში, ლადინო, იუდეო-სპარსული იქმნებოდა. წყაროთა ფილოლოგიური დამუშავების საკვლევი მასალების შესწავლას და კვლევას განაგრძობენ იმ მეთოდებით, რომლებსაც ფილოსოფიის ფაკულტეტის სპეციალობებზე გამოიყენებენ.
იუდაისტიკა ფილოლოგიური და კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით იზიარებს და ითვალისწინებს ებრაელობის სწავლებათა ტრადიციებს, მაგრამ არსებობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც იუდაისტიკას როგორც აკადემიური სამეცნიერო დარგს გამოაჩევს იუდაიზმის სწავლებათაგან; იუდაიზმი იყო ებრაული სწავლება ებრაელობაზე და ებრაელთათვის, რასაც ამ ხალხის იდენტობის, თვითობის შენარჩუნების საქმეში განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე იუდაისტიკა ცდილობს ნეიტრალურ პოზიციებზე მდგომმა მეცნიერულად იკვლიოს სხვადასხვა პრობლემატური საკითხი. სწორედ ამ მიზეზის გამო არის ხშირად იუდაისტიკა დასავლეთის უნივერსიტეტების ფილოსოფიური, საისტორიო თუ კულტუროლოგიური ფაკულტეტების ნაწილია და არა თეოლოგიურისა. ასე ახერხებს იუდაისტიკა თავიდან აიცილოს კონფესიური შეზღუდვები, ან იუდაიზმის როგორც მხოლოდ რელიგიად განხილვა.
ამ სამეცნიერო დარგის არსებობის გამართლება არის ისიც, ეს დარგი დაკავებულია სფეროთი, რომელსაც სხვა დარგები (სემიტოლოგია, ისტორია, ფილოსოფია) არ იკვლევენ და კერძოდ; იუდაიზმი გარე გავლენათა პასიური ობიექტი კი არ იყო, არამედ ადამიანური კულტურის აქტიური, ქმედითი ნაწილი, რომელიც სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისით მეტად საინტერესოა. მხოლოდ ამგვარი ცენტრირებითაა შესაძლებელი იუდაიზმის როგორც ამ მრავალწახნაგოვანი კულტურული ფენომენის უკეთ შეცნობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მცირე ბიბლიოგრაფია და ონ-ლაინრესურსები იუდაიზმის სწავლებასა და იუდაისტიკის შესახებ
- იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი — The Hebrew University of Jerusalem
- გერმანიის იუდაისტთა საზოგადოება დაარქივებული 2005-12-29 საიტზე Wayback Machine.
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ებრაისტიკა-არამეისტიკის საბაკალავრო პროგრამა (მცირე დახასიათება)[მკვდარი ბმული]