არამეისტიკა — არამეული ფილოლოგია. დაკავებულია არამეულის შესწავლითა და კვლევით.

არამეისტიკა მეტად იშვიათი დარგია. მას როგორც საუნივერსიტეტო დისციპლინას მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა უნივერსიტეტში თუ შეისწავლიან. იშვიათია არამეისტიკის კათედრათა რაოდენობა და მას სემიტოლოგიის, ჰებრაისტიკის, ანდა იუდაისტიკის, ზოგჯერ არაბისტიკის ნაწილადაც განიხილავენ ინტერდისციპლინურ კონტექსტში.

არამეისტიკა, და მაშასადამე არამეულის შესწავლა არსებით მნიშვნელობას იძენს სიძველეთმცოდნეობაში, ისევე როგორც რელიგიათმცოდნეობაში, რადგან არამეული ერთი მხრივ აქადთა, ასურელთა, ბაბილონელთა, ქანაანელთა და ამურიტთა მონათესავე მოდგმის ხალხის ენაა, ხოლო მეორე მხრივ კი გალილლეის აღმოსვლეთარამეული იესოსა და მის პირველ მიმდევართა მშობლიური ენაა. გარდა ამისა, თანახის / ძველი აღთქმისა და რაბინული დამწერლობის დიდი ნაწილი არამულ ენაზეა შეთხზული.

არც თუ იშვიათად სამეცნიერო კვლევისას განარჩევენ არამეული ენის ფორმებს (დიალექტებს) ამ ენის ისტორიული განვითარების ფაზებისაგან, რის გამოც ფაქტობრივად ორი სამეცნიერო დარგი არამეისტიკა და ახალარამეისტიკა არსებობს.

ლიტერატურა

რედაქტირება