ბრიტანეთის მუზეუმი

(გადამისამართდა გვერდიდან ბრიტანეთის მუზეუმი (ლონდონი))

ბრიტანეთის მუზეუმი — ადამიანის ისტორიისა და კულტურის მუზეუმი ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა 1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ბლუმსბერში, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას.

მუზეუმის ფასადი
ნორმან ფოსტერის ბრიტანეთის მუზეუმის დიდი ეზოს სახურავი

ბრიტანეთის მუზეუმში ინახება რვა მილიონზე მეტი ექსპონატი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება საგამოფენო ადგილის უკმარისობის გამო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება