ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სინოლოგია („ჩინეთმცოდნეობა“; გამარტივებულად 汉学; ტრადიციულად 漢學; ფინინზე: [hàn xué] ხან სიუე) — მრავალდარგოვანი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც მეცნიერულად შეისწავლის და იკვლევს ჩინურ ენას და ლიტერატურას, ჩინეთის ისტორიას, ეკონომიკას, პოლიტიკას, ფოლკლორს და საერთოდ ჩინელებთან და მათ ქვეყანასთან და კულტურასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.

სინოლოგია სამეცნიერო დარგად XIX საუკუნეში ჩაისახა; სინოლოგიის პირველი ევროპული კათედრა 1814 წელს სწორედ პარიზში ჩამოყალიბდა. 1887 წელს ბერლინში გიხსნა აღმოსავლური ენების სემინარი, რასაც 1909 წელს პირველი ჰამბურგის აღმოსავლური ენების კათედრის გახსნა მოჰყვა.

სინოლოგია საქართველოში

რედაქტირება

თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი

რედაქტირება
 
თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, ლოგო

საქართველოში სინოლოგია, როგორც დარგი, პირველად 1991 წელს დაარსებული თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ბაზაზე ჩნდება, სხვა აღმოსავლურ ენებთან ერთად. 2004 წელს შედგა თანამშრომლობა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორ, სიენ-ძიათუნგისა და ლანჭოუს უნივერსიტეტებთან, სადაც ცოდნის გაღრმავების მიზნით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდათ ამავე ინსტიტუტის წარჩინებულ ჩინური ენის შესაბამისი დონის მცოდნე სტუდენტებს. 2007 წელს თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში შევიდა. 2018 წლიდან კი ის კვლევითი ცენტრის სახით აგრძელებს საქმიანობას.

კონფუცის ინსტიტუტი

რედაქტირება
 

კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი — საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთა ქსელი, დაარსებული სახელმწიფოს კანცელარიის მიერ ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარგარეთ არსებული უცხოურ ცენტრებთან ერთად. კონფუცის ინსტიტუტების მისია არის ჩინეთისა და ჩინური კულტურის გაგება-განვითარების ზრდის ხელშეწყობა მთელს მსოფლიოში. საქართველოში კონფუცის ინსტიტუტი პირველად 2010 წელს, თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი იყო საქართველოში ჩინური ენის შემსწავლელი პირველი კურსი, ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის. კონფუცის ინსტიტუტთან ერთად, გაიხსნა HSK/YCT ჩინური ენის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრიც. ამავე წელს საქართველოში საფუძველი ეყრება "ჩინური ენის ხიდის" ყოველწლიურ საერთაშრისო სტუდენტურ კონკურსს. თავისუფალი უნივერსიტეტის, კონფუცის ინსტიტუტის პარტნიორი უნივერსიტეტი ამჟამად ჭენგჭოუს უნივერსიტეტია. კონფუცის ინსტიტუტს ჰყავს მაღალკვალიფიციური ქართველი და ჩინელი პედაგოგები. კონფუცის ინსტიტუტს ჰყავს დირექტორები ქართული მხრიდან - პროფ. მარინე ჯიბლაძე, ჩინური მხრიდან - პროფ. სუ კუოინგი. დღეის მდგომარეობით კონფუცის ინსტიტუტი საქართველოს არაერთი უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რედაქტირება
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი

2023 წლის 16 თებერვალს, ივანე ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და მიენიჭა ძირითადი საბაკალავრო საგანმანათლებლო სტატუსი ორი სპეციალობით – სინოლოგია და იაპონისტიკა. კურსის ხელმძღვანელია პროფ. ნანა გელაშვილი. პროგრამა მოიცავს როგორც ჩინური ენის 7 დონეს, აგრეთე ფონეტიკას, ჩინურ კულტურასა და ლიტერატურას, მითოლოგიას, რელიგიებსა და ჩინეთის ისტორიას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Etiemble, L’Europe chinoise, Paris : Gallimard, „Bibliothèques des Idées“ :
    • Tome I. De l’Empire romain à Leibniz, 1988, 438 p.
    • Tome II. De la sinophilie à la sinophobie, 1989, 402 p.
  • Etiemble, Les Jésuites en Chine. La querelle des rites (1552–1773). Paris : Julliard, „Archives“ 25, 1966, 301 p.
  • Bernhard Führer: Vergessen und verloren. Die Geschichte der österreichischen Chinastudien. edition cathay 42, Projekt-Verlag, Bochum 2001, ISBN 3-89733-017-2.
  • Jacques Gernet: Chine et christianisme La première confrontation . Paris : Gallimard, coll. „Bibliothèque des Histoires“, 1991, 342 p.
  • Louis Lecomte: Un Jésuite à Pékin, Nouveaux mémoires sur l’état présent de la Chine, 1684–1692 , Paris : Phébus, 1990, 554 p.
  • Christina Leibfried: Sinologie an der Universität Leipzig : Entstehung und Wirken des Ostasiatischen Seminars 1878–1947, Leipzig : Evang. Verl.-Anst., 2003
  • David E. Mungello: Curious Land: Jesuit Accommodation and the Origins of Sinology, University of Hawai’i Press, 1989, ISBN 0824812190
  • Jonathan D. Spence: The Chan’s Great Continent, China in Western Minds, Norton & Co., 1998

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინოლოგია“-დან