კონფუცის ინსტიტუტი

კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი (Confucius Institute, 孔子学院) — საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთა ქსელი, დაარსებული სახელმწიფოს კანცელარიის მიხედვით ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით(შემოკლებით ჰანიბანი, Hanban, 国家汉办) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარგარეთ არსებული უცხოურ ცენტრებთან ერთად. კერძოდ „ინსტიტუტების“ გარდა შეიქმნა კონფუცის „კლასები“. ზოგიერთ ინსტიტუტს გააჩნია სპეციალობა, მაგალითად ათენის კონფუცის ბიზნეს ინსტიტუტი, ლონდონის კონფუცის ჩინური მედიცინის ინსტიტუტი. კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს დაფინანსებას ჩინური მხრიდან კონფუცის ინსტიტუტის შტაბ-ბინა - ჰანიბანი. გამოჩენილი ფილოსოფოსის, მოაზროვნეს, ანტიკური მასწავლებლის კონფუცის სახელი ინსტიტუტების სახელს მიეკუთვნა ესპანური სერვანტესის ინსტიტუტის, გერმანული გოეთეს, პორტუგალიური კამოენსის, ბრიტანული ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ფრანცეს ალიანსის, იტალიური დანტე ალიგიერის ასოციაცია-ინსტიტუტის ანალოგიურად.

კონფუცის ინსტიტუტი
დაარსდა: 2004 წელი
ტიპი: სასწავლო ორგანიზაცია
მისამართი: სიჩენის რაიონი, პეკინი, ჩინეთი
ვებ–გვერდი: chinesecio.com

ამოცანები რედაქტირება

კონფუცის ინსტიტუტების მისია — ხელი შეუწყოს ჩინეთის და ჩინური კულტურის გაგება-განვითარების ზრდას მთელ მსოფლიოში, განავითაროს ჩინეთის მეგობრული ურთიერთკავშირი სხვა ქვეყნებთან. სწავლება კონფუცის ინსტიტუტებში ორიენტირებულია ჩინეთის თანამშრომლობის სპეციფიკასთან, გარდა ამისა ინსტიტუტების ამოცანებში შედის:

  • ჩინური ენის და კულტურის კურსების ორგანიზება;
  • ჩინეთისთვის მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება ;
  • ჩინეთის ენისა და კულტურის პოპულარიზაცია სხვადასხვა ოლიმპიადებით და ღონისძიებებით;
  • ჩინური ენის კვალიფიკაციური ტესტის ჩატარება ([[HSK]]);
  • ჩინური ენის სასწვალო ლიტერატურის მომზადება და გამოშვება;
  • სტუდენტური და პედაგოგიური სტაჟირება ჩინეთში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სწავლის კონსულტაციები.

სასწავლო გეგმა რედაქტირება

კონფუცის ინსტიტუტის სასწავლო გეგმა ტრიალებს სასწავლო დაწესებულების როლის გარშემო - ენის ცენტრი. კონფუცის ინსტიტუტში ასწავლიან გამარტივებულ ჩინურ იეროგლიფებს, რომელიც ჩინეთის სტანდარტულ მატერიკაზე გამოიყენება და არა იმ ტრადიციულ იეროგლიფებს რაც ტაივანის და ჰონკონგის ტერიტორიაზე გვხდება.

ისტორია რედაქტირება

 
კონფუცის ინსტიტუტი, საფრანგეთი

პირველი კონფუცის ინსტიტუტი გახსნილი იყო 21 ნოემბერი 2004 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქში სეულში. 2010 წლის ბოლო აღრიცხვის მიხედვით მსოფლიოში მოქმედებდა 322 ინსტიტუტი და 369 კონფუცის კლასი 96 ქვეყანასა და რეგიონში, დარეგისტრირებულ მსმენელთა რაოდენობა წარმოადგენდა 360 ათას ადამიანს.[1]. ჰანიბანის მიხედვით, მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანი სწავლობს ჩინურს[2]. ჩინურის სახალხო რესპუბლიკის აღრიცხვის მიხედვით 2010 წლისთვის ჩინურის სწავლის პროცესში მყოფი უცხოელების რიცხვს უნდა მიეღწია 100 მილიონისთვის.[3]

სახელწოდება რედაქტირება

კონფუცის ინსტიტუტის სახელწოდება გამოჩენილი ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის საპატივცემულოდაა შერჩეული. მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერები, 1912 წლიდან ანტი-კონფუციანიზმის რანგთან ერთად ახალი კულტურის მოძრაობასთან 1973 წლამდე კრიტიკოსი ლინის და კონფუცის კრიტიკის ჯგუფთან ერთად კულტურული რევოლუციის დროს აკრიტიკებდნენ და გმობდნენ კონფუცს როგორც ჩინური „ფეოდალური“ ტრადიციების პერსონიფიკაცს.[4] თუმცა, ბოლო ათასწლეულების განმავლობაში, ჩინეთის თანამედროვეობის წინა კულტურის პოპულარობა გაიზარდა ქვეყნის შიგნით და კერძოდ კონფუცს გააჩნდა პოპულარობის აღმავლობა.[5] ჩინეთის საზღვრებს გარეთ, კონფუცი არის ზოგადად ცნობადი სიმბოლო ჩინურ კულტურაში, გათავისუფლებული სხვა უარყოფითი ასოციაციებისგან ჩინელი მოღვაწეების მიერ, ისეთების როგორიცაა მაო ძედუნი.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Лю Яньдун. Совместная работа для устойчивого развития институтов Конфуция: Программная речь на V съезде Институтов Конфуция // Институт Конфуция (русско-кит. версия). 2011. № 1 (янв.). С. 10
  2. Learning Chinese to grab Chinese market: foreign youngsters_English_Xinhua
  3. Xinhua — English
  4. Starr (2009), p. 68.
  5. Melvin, Sheila (29 August 2007). „Yu Dan and China's Return to Confucius“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2 July 2011.
  6. „China's Confucius Institutes Rectification of statues“. The Economist. 20 January 2011. ციტირების თარიღი: 2 July 2011.