მარინე ჯიბლაძე

ქართველი ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, მკვლევარი, ფილოლოგი, პროფესორი, სინოლო

მარინე ჯიბლაძე (დ. 11 მაისი, 1975) — ქართველი ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, მეცნიერი, მთარგმნელი, მკვლევარი, ფილოლოგი, პროფესორი, სინოლოგი.

მარინე ჯიბლაძე
დაბ. თარიღი 11 მაისი, 1975(1975-05-11) (48 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, მთარგმნელი, ფილოლოგი, პროფესორი და sinologist
ალმა-მატერი აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1997 წელს დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მაგისტრატურა ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობაზე ჩინეთის მიმართულებით, ხოლო შემდგომ მოიპოვა ჩინეთის სახელისუფლებო სტიპენდია და სწავლა განაგრძო დოქტორანტურაზე ჩინეთში, ქალაქ ნანკინში. ნანკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში სპეციალობაზე ჩინური ფილოლოგია და ლინგვისტიკა, დაიცვა ხარისხი უშუალოდ ჩინური ენის გრამატიკაში 2005 წელს. მისი დისერტაციის ნაწილი გამოქვეყნდა ჩინეთის ძალიან პრესტიჟულ რეფერირებად ჟურნალში „ლინგვისტიკა“ 2005 წელს.

საქართველოში დაბრუნებისთანავე დაინიშნა ჩინური მიმართულების ხელმძღვანელად. შემდეგ იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური მიმართულების პროფესორი 2009 წელს, სადაც ჩამოაყალიბა ჩინური ენისა და კულტურის ცენტრი — კონფუცის ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა 2010 წელს. 2017 წელს მისი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ინიციატივით ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა. 2018 წელს მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩინური ენის ექსპერტად, სადაც შეიმუშავა დაწყებითი და საბაზო საფეხურების ეროვნული სასწავლო გეგმა. 2019 წელს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად იწყებს მუშაობას ჩინური ენის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციისა და ტრანსლიტერაციის ნორმებზე. წლების განმავლობაში იწვევდნენ ჩინეთში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩინური ენისა და კულტურის საერთაშორისო კონკურსის „ჩინური ენის ხიდი“ ფინალურ ტურზე ჟიურის წევრად. 2016 წლიდან დაინიშნა პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეულ პროფესორად, სადაც კითხულობს ლექციებს ჩინური ენისა და ჩინური ენის სწავლების სპეციფიკის შესახებ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქოტორანტურის ჩინელი და უცხოელი სტუდენტებისთვის. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და სხვადასხვა ღონისძიებაში სინოლოგიის მიმართულებით. 2018 წელს მარინე ჯიბლაძე მიიწვიეს ჟენევაში გაეროს ჩინური ენის დღის ღონისძიებაზე, სადაც მან ჩაატარა ლექცია-პრეზენტაცია. 2016 წელს განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ჩინეთის ხელისუფლების ჯილდო.

არის ევროპის ჩინური ენის სწავლების ასოციაციის წევრი 2019 წლიდან, ასევე მსოფლიოში ჩინური ენის სწავლების ასოციაციის წევრი 2010 წლიდან. არის პეკინში ჩინური თარგმანების, ჩინეთის პოპულარიზაციისა და კვლევის ცენტრის სპეციალისტთა კომისიის წევრი 2016 წლიდან. საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი 2016 წლიდან, აქვს მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2013 წლის ღირსების ორდენი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება