ექსპერტი — სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირი, რომელსაც იწვევენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების და სხვა საკითხების გადასაყვეტად და რომლის არგუმენტაცია ავტორიტეტითა და სტატუსით სარგებლობს საზოგადოებისა თუ ინდუსტრიის შესაბამის წრეებში. ექსპერტებს აქვთ ხანგრძლივი და ინტენსიური გამოცდილება მოცემულ სფეროში პრაქტიკისა და/ან შესაბამისი განათლების წყალობით.

ადოლდ ფონ ბეკერის „ხელოვნების ექსპერტი“

სპეციფიურ სფეროებში ექსპერტის მცნება ზედმიწევნით არის განსაზღვრული კონსენსუსით და შესაბამისად, პიროვნების ექპერტად აღიარებისთვის ამ სფეროში პროფესიული ან საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ქონა აუცილებელი კრიტერიუმი არ არის. ამ განსაზღვრებით, მწყემსი, რომელიც ფარას 50 წელი მწყემსავდა საყოველთაოდ ჩაითვლება მეცხვარე მწევრების გაწვრთნისა და ცხვრის მოვლის ექსპერტად.

ტერმინი ხშირად გამოიყენება არაფორმალურ დებატებშიც, სადაც ადამიანებს ექსპერტის ტიტულს ანიჭებენ მათი მოსაზრების მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, მაშინ როდესაც რაიმე ობიექტური კრიტერიუმი ამ ადამიანთა ექპერტობისა არ განსაზღვრულა. ამგვარად აკადემიური ელიტიზმი წარმოიქმნება, როდესაც "ექსპერტები" თვითდარწმუნებული ხდებიან იმაში, რომ საკუთარი შესწავლის საგანი მხოლოდ თავად ესმით.

ლიტერატურა

რედაქტირება