ტრანსლიტერაცია (ტრანს... და ლათ. littera – ასო) — ერთი დამწერლობის ასოების გადაცემა სხვა დამწერლობის ასოებით. ტრანსლიტერაცია განსხვავდება პრაქტიკული ტრანსკრიფციისაგან უნივერსალურობით. იგი ემყარება არა რომელიმე ენას, არამედ გრაფიკის გარკვეულ სისტემას. ამიტომ ტრანსლიტერაცია არ განისაზღვრება რომელიმე ეროვნული ენის ანბანით, მასში შეიძლება იყოს დამატებითი ასოები და დიაკრიტიკული ნიშნები.

კლავიატურა, ივრითი და ლათინური ანბანით

ტრანსლიტერაცია არ გულისხმობს ასოთა მექანიკურ შენაცვლებას, იგი ითვალისწინებს სიტყვის ჟღერადობას. ტრანსლიტერაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიისა და ეთნიკური ნომენკლატურისა და უცხოური გვარ-სახელების საერთაშორისო წერილობითი უნიფიკაციისათვის. ტრანსლიტერაცია გამოიყენება მრავალენოვან ლექსიკონებში.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება