სტიპენდია
სტიპენდია (ლათ. stipendium — ხელფასი, ქირა) — ფულადი დახმარება, რომელიც ეძლევა მოსწავლეებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, სხვადასხვა ტიპის სასწავლებელთა მოსწავლეებს. სტიპენდია შეიძლება გადაეცეს სოციალური ნიშნით (სოციალურად დაუცველებსა და მატერიალურად შეჭირვებულებზე), ასევე კარგი სწავლისა და მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- „სამოქალაქო განათლების ლექსიკონი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი, გვ. 234.