ჩინური ენა (HSK)
ჩინურის ენის გამოცდა (ჩინურად 漢語水平考試 / 汉语水平考试, Hànyǔ Shuǐpíng Kǎoshì სიტყვასიტყვით „ჩინურის დონის გამოცდა“, შემოკლებით HSK) არის მთავარი სტანდარტიზებული ტესტი ჩინურ ენაში მათთვის, ვინც ჩინურს როგორც უცხო ენას შეისწავლის. ამ ტესტის მიხედვით დგინდება თუ ენის შემსწავლელი რამდენად კარგად ფლობს ენას. გამოცდა ტარდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მის საზღვრებს გარეთ აკრედიტებულ სპეციალურ სასწავლო ცენტრებში. გამოცდას წინ უძღვის მოსამზადებელი კურსი. კურსგავლილ უცხოელებს უფლება ეძლევათ ისწავლონ ჩინეთის უნივერსიტეტებში.
სასერტიფიკატო საფეხურები დონეების მიხედვით
რედაქტირებაელემენტარული დონე
რედაქტირებაენის დონე 100-დან 800 აკადემიურ საათამდე. გამოცდა ელემენტარული დონის შესამოწმებლად სამ ნაწილად დაიყოფა:
400-დან 3000-მდე ლექსიკური ერთეული შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებების ცოდნით.
ძირითადი და საშუალო დონე
რედაქტირებაენის დონე 400-დან 2000 აკადემიურ საათამდე. გამოცდა ძირითადი და საშუალო საფეხურის შესამოწმებლად სამ ნაწილად დაიყოფა:
- მოსმენილი ტექსტის გაგება (35 წუთი)
- გრამატიკა (20 წუთი)
- წაკითხული ტექსტის გაგება (60 წუთი): ენის შემსწავლელმა უნდა შეძლოს უცნობი ტექსტის წაკითხვა და მისი გაგება. შეფასების დროს მთავარი კრიტერიუმია; ტონების სიზუსტე, გამართული ინტონაცია და წაკითხვის პროცესში გათანაბრებული ტემპო-რიტმი.
- შესავსები ტექსტი (30 წუთი): ამ შემთხვევაში მოცემულია ტექსტი, რომელშიც გამოტოვებულია იეროგლიფები, ანდა ზოგი მათგან არასრულადაა დაწერილი, ენის შემსწავლელი უნდა მიხვდეს ამას და გაასწოროს შეცდომები)
მაღალი დონე
რედაქტირებაენის დონე 3000-ზე მეტ აკადემიურ საათამდე.