ასირიოლოგია
ასირიოლოგია — ძველი შუამდინარეთის შემსწავლელი მეცნიერება. ასირიოლოგია ფართო გაგებით, შეისწავლის ყველა იმ ძველაღმოსავლელი ხალხის ენას, კულტურას, ისტორიას, რომელიც ლურსმულ დამწერლობას იყენებდა. განსაკუთრებით, ასურეთის, ბაბილონისა და მათი წინამორბედის, შუმერის, ისტორიასა და კულტურას. ასირიოლოგიის, როგორც მეცნიერების, დაბადების თარიღად მიჩნეულია 1857 წელი.
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
XIX საუკუნის შუახანებში რამდენიმე მეცნიერი აცხადებდა პრეტენზიას ლურსმული დამწერლობის წაკითხვაზე, მაგრამ სამეცნიერო საზოგადოება ეჭვის თვალით უცქერდა ამ განცხადებებს. 1857 წელს ლონდონის სამეფო სააზიო საზოგადოებამ ოთხ სხვადასხვა მეცნიერს - ჰინქსს, ოპერტს, ფოქსტილბოტს, როულინსონს, რომლებიც ლურსმულის წაკითხვას იჩემებდნენ, სამი დღის ვადაში წასაკითხად გადასცა იმ ხანებში აღმოჩენილი ვრცელი ლურსმული ტექსტი (ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-ის მატიანე - მისი ე.წ. „წარწერა პრიზმაზე“). ოთხივემ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ტექსტი დაახლოებით ერთნაირად წაიკითხა. სამეცნიერო საზოგადოებამ ამით აღიარა, რომ ლურსმული დამწერლობა ჭეშმარიტად ამოკითხული ყოფილა. ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ასირიოლოგიის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბებას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- The Sumerians: Their History, Culture, and Character, by Samule Noah Kramer, University of Chicago Press, 1963