მარდუქი — ბაბილონური პანთეონის უზენაესი ღვთაება. ძვ. წ. XVIII საუკუნიდან ითვლებოდა ქალაქ ბაბილონის მფარველად. იწოდებოდა „ღვთაება მეუფედ (და) მამად“. მიიჩნევდნენ დედამიწის ღვთაების ეას (შუმერულად ენქის) ვაჟად, თაყვანს სცემდნენ როგორც ნაყოფიერების, მორწყვის, სიბრძნის, სიმართლისა და სინათლის ღვთაებას. სამყაროს შექმნის ბაბილონური მითის მიხედვით მარდუქი იყო ქვეყნიერებისა და ადამიანის შემქმნელი.

მარდუქი და მისი დრაკონი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება