ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელამური ენა — მკვდარი ენა, საუბრობდანენ ელამელები, ძველი ახლო აღმოსავლელი ხალხი თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. ელამური წარწერები განეკუთვნებიან ძვ. წ. 2400 და ახ. წ. 350 დროის მონაკვეთს.

ელამური ენა
გავრცელებულია ელამი (თანამედროვე ირანი)
ოფიციალური სტატუსი მკვდარი ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია იზოლირებული ენა
დამწერლობის სისტემა ლურსმული დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-2: elx
მეფე შილჰაკ–ინშუშინაკის წარწერა, ძვ. წ. 1140

ელამური ენა არ ენათესავება არცერთ სხვა ცნობილ ძველ ახლოაღმოსავლურ ენას: იგი არ მიეკუთვნება სემიტურ ენებს (როგორიცაა აქადური ენა) და არავითარი კავშირი არ აქვს ინდოევროპულ ენებთან (როგორიცაა მაგალითად ხეთური ან ძველი სპარსული). მეზობელი შუმერების ენასთანაც კი არ აქვს აშკარა ნათესაობა ელამურ ენას. მკვლევართა უმეტესობა ელამურს იზოლირებულ ენად მიიჩნევს, ნაწილი კი თვლის, რომ მას საერთო გენეტიკური ერთეულები აქვს ინდოეთის ნახევარკუნძულის დრავიდულ ენებთან.

ელამური ტექსტები ძირითადად სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული დამწერლობით სრულდებოდა, რომელთაგან ორი მესოპოტამიური წერის სისტემებიდან იყო გადმოღებული, ხოლო მესამე ელამური განვითარებისა იყო. ელამის ისტორია ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოკვლეული და მის შესახებ ინფორმაციას სხვა იმდროინდელი მესოპოტამიური (შუმერული, ასირიული, აქადური, ბაბილონური) წყაროები გვაძლევენ. ისტორიული შინაარსის ტექსტები ელამურ ენაზე შედარებით იშვიათად გვხვდება.

მეცნიერებას, რომელიც ელამურ ენას, ისტორიასა და კულტურას სწავლობს, ელამისტიკა ეწოდება.

სახელწოდება

რედაქტირება

ელამელები საკუთარ ქვეყანას ჰალტამტის ან ჰატამტის უწოდებდნენ. აქედან მომტინარეობს მისი შუმერული სახელწოდება – ელამა, აქადურიელამტუ და ებრაული — 'ელამ. ელამური ენის მშობლიური სახელწოდება უცნობია. ტერმინი ელამური ან ელამიტური მომდინარეობს არჩიბალდ საისის შრომებიდან, სადაც მან 1874 წელს პირველად ელამელი ხალხისა და მათი ენის აღსანიშნავად გამოიყენა სიტყვა elamite, აქადური სახელწოდების მიხედვით.

ელამისა და ელამური ენის ისტორია

რედაქტირება

ელამელები უკვე ძვ. წ. III ათასწლეულიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მესოპოტამიისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ცხოვრებაში; სახლობდნენ დღევანდელი ირანის, კერძოდ ხუზისტანისა და ლორისტანის ტერიტორიაზე, ზაგროსის მთების ცენტრალურ ნაწილში. მთავარი ქალაქები იყო ანშანი და სუსა. ამ ტერიტორიაზე ელამელთა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი გახდა როგორც ამ მიწების დიდი მოსავლიანობა, ასევე სავაჭრო გზევი მესოპოტამიიდან ინდოეთამდე, რომელიც ელამზეც გადიოდა. ელამის ისტორია ხასიათდება მუდმივი პოლიტიკური, საომარი ან კულტურული ურთიერთობებით შუამდინარეთის სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან, რაც ხშირად იწვევდა მეზობელი ხალხების კულტურის ბუნებრივად შერწყმას. მიუხედავად ამისა, ელამელებს შეეძლოთ საკუთარი თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა ბევრ სფეროში შეენარჩუნებინათ, მაგალითად მათ გააჩნდათ საკუთარი ენა, რომელიც არ ენათესავებოდა არცერთ მეზობელ ენას და საერთო მესოპოტამიური დამწერლობის საფუძველზე შექმნილი საკუთარი დამწერლობა, რომელიც განსხვავდებოდა სხვა სოლისებრი დამწერლობებისაგან.

ელამური ენისა და ქვეყნის და ისტორია დღემდე კარგადა არაა შესწავლილი და დაყოფილია ქვემოთ მოცემულ ხუთ ისტრიულ მონაკვეთად.

პროტოელამური პერიოდი

რედაქტირება

პროტოელამური პერიოდისათვის, დაახლოებით ძვ. წ. 3100–2600 წლებისათვის, ჯერ კიდევ არ არსებობს პირდაპირი დამამტკიცებელი საბუთი ელამელთა ენის არსებობის შესახებ. თუმცა დადგენილია, რომ ამ ეპოქის მომდევნო პერიოდი, რომელიც ძველი ელამურის სახელითაა ცნობილი, წარმოადგენს უშუალოდ პროტოელამურის კულტურულ თანმიმდევრულ გაგრძელებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროტოელამურ პერიოდში სუსას მიდამოებში უკვე ელამელები ცხოვრობდნენ. ამ ეპოქაში ახლად შექმნილი შუმერული დამწერლობისაგან ელამური ენისათვის შეიქმნა ახალი, "ელამური იეროგლიფები", რომლებიც ჯერ კიდევ გაუშიფრავია და მეცნიერთა კვლევის საგანია (3050–2800 წლები ძვ. წ.).

ძველი ელამური პერიოდი

რედაქტირება

ძველი ელამური პერიოდი, დაახლოებით ძვ. წ. 2600–1500 წლები, მოიცავს ანვანის, სიმაშისა და ეპარტიდების ელამურ დინასტიებს. აქადის იმპერიის აღზევების პერიოდში (2340–2200) გაძლიერდა მესოპოტამიური გავლენა ელამზე. მეფე პუზურ ინშუშინაკის დროს (2200) მცირე ხნის დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველობა და ზედამდგომლობა ელამზე კვლავ "ურის მესამე დინასტიამ" მოიპოვა. ასევე ხამურაბის იმპერიისა და მისი მემკვიდრე სახელმწიფოებისაგანაც (1900–1600) ინარჩუნებდა ელამი დამოუკიდებლობას, ეპარტიდების დინასტიით სათავეში. ამ პერიოდში ელამელებმა შეიმუშავეს და განავითარეს თვითმყოფადი "ელამური ხაზოვანი დამწერლობა" (დაახლოებით ძვ. წ. 2200 წლისათვის) და დაამკვიდრეს მესოპოტამიური სოლისებრი დამწერლობა, რომელმაც დროთა განმავლობაში მკვეთრად იცვალა სახე და მიღებულ იქნა ახალი, მისი შუმერული ორიგინალისაგან განსხვავებული ლურსმნული დამწერლობა (მეტი ინფორმაცია ელამური დამწერლობების შესახებ იხილეთ ქვემოთ).

შუა ელამური პერიოდი

რედაქტირება

შუა ელამურ პერიოდში, დაახლოებით ძვ. წ. 1000–550 წლებში, ელამმა თავისი არსეობის მანძილზე უკანასკნელად მიაღწია უმაღლეს საფეხურს (ელამის იმპერია, 760–640), რასაც ელამის ტერიტორიაზე შემოსული ირანელი ხალხების მიერ ქვეყნის დასუსდება და ბოლოს ასურელების მიერ მისი განადგურება მოჰყვა.

აქემენიდურ-ელამური პერიოდი

რედაქტირება

ელამის ისტორიის აქემენიდურ პერიოდში (ძვ. წ. 550–330) ელამი აქემენიდების იმპერიის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ხდება, ელამური ენა კი ერთ–ერთი იყო იმპერიის ოთხი სახელმწიფო ენიდან (სპარსულ, ბაბილონურ და არამეულ ენებთან ერთად). პერსეპოლისსა და სუსაში მმართველობის სათავეში ელამელი გადამწერები იყვნენ, ამიტომ იმპერიაში ელამურ ენას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ძველი ელამის დედაქალაქი სუსა, ახალი სასახლეებით, აქემედინთა მმართველობის ცენტრად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ელამური თვითმყოფადი დამწერლობები ძვ. წ. 350–დან აღარ გამოიყენებოდა, სავარაუდოდ ელამური ენა მაინც შენარჩუნდა ხუზისტანში ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე (ეს მოსაზრება დღემდე სადავოა).

ელამური დამწერლობები და მათი გაშიფვრა

რედაქტირება

პროტოელამური იეროგლიფები

რედაქტირება

ერთ–ერთი პირველი დამწერლობის სისტემის, სოლისებრის შექმნიდან მალე, დაახლოებით ძვ. წ. 3050 წლიდან 2800 წლამდე, ელამშიც შეიქმნა წერის სისტემა, რომელიც ურუქის არქაულ შუმერულ დამწერლობას ძალიან ჰგავს და მის მსგავსად ხშირად ერთ ნიშანს მთლიანი სიტყვის მნიშვნელობა აქვს მინიჭებული; წერის ამ სისტემას პროტოელამური იეროგლიფები ეწოდება. დამწერლობის გავრცელების ცენტრია სუსა, სადაც 1600–მდე თიხის ფირფიტაა აღმოჩენილი. გარდა ამისა, პროტოელამური იეროგლიფებით შესრულებული ტექსტები ნაპოვნია მთელი სამხრეთ–დასავლეთი ირანის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ელამური იეროგლიფები ჯერ კიდევ გაუშიფრავია, თუმცა ელამური თიხის ფირფიტები სტრუქტურითა და სავარაუდოდ ტექსტითაც არქაულ შუმერულ თხის ფირფიტებს უნდა ემთხვეოდეს, რომლებიც ელამური ტექსტების შესწავლაშიც გამოიყენება. პროტოელამური შრიფტი დაახლოებით ათას ნიშანს შეიცავს, რომელთაც 5000 სხვადასხვა ვარიანტი გააჩნიათ.

ელამური ხაზოვანი დამწერლობა

რედაქტირება

მესოპოტამიური სოლისებრი დამწერლობა ელამური ენისათვის

რედაქტირება

ახალი ელამური სოლისებრი დამწერლობის გაშიფვრა

რედაქტირება

შუა და ძველი ელამური სოლისებრი დამწერლობის კითხვა და მნიშვნელობა

რედაქტირება
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელამური_ენა“-დან