ელამი
ელამი (შუმერული ნიმ, აქადური ელამთუ, ელამური ჰათანთი) — ძველი სახელმწიფო სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე. არსებობდა ძვ. წ. IV — III ათასწლეულებში. დედაქალაქი სუზა.
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ევფრატისა და ტიგროსის სამხრეთ შუამდინარეთის საზოგადოების ისტორიას მჭიდროდ უკავშიდება ელამის ისტორია. შუმერები ამ ქვეყანას ნიმს უწოდებდნენ, აქადელები — ელამთუს, თვით ელამელები კი — ხალთამთის. ელამი შუმერის აღმოსავლეთით, ირანის ზეგნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ძველი სპარსელები მას „(ჰ)უჲას“ ეძახდნენ. სწორედ აქედან უნდა წარმოდგებოდეს ამ რაიონის თანამედროვე სახელწოდება — ხუზისტანი.
ისტორია
რედაქტირებასუზა — დიდი გზაჯვარედინი
რედაქტირებამთიან ადგილებში მოსახლეობა მესაქონლეობას მისდევდა, მაგრამ აქ ორი დიდი მდინარის — დასავლეთში ხოასპისა (თანამედროვე კერხე) და აღმოსავლეთში ევლეას (თანამედროვე ქარუნი) ნაპირებზე მოსავლიანი ველებიც იყო. სუზა მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობდა, ფართოდ იყო გაჩაღებული ვაჭრობა შუამდინარეთის ქალაქებთან. ელამიდან გაჰქონდათ ხე-ტყე, ვერცხლი, ლითონი, შემოჰქონდათ ქერი, და ზეთი. აქ, ისევე, როგორც შუმერში, არსებობდა ქალაქ-სახელმწიფოები: შუშანი (სუზა), ანშანი, სიმაში, ადამდუნი, ბარახშე და სხვ. ადრინდელ ხანაში მათგან ყველაზე ძლიერი ავანის სახელმწიფო უნდა ყოფილიყო.
სუზა I და სუზა II
რედაქტირებადროთა განმავლობაში ელამში შეიქმნა მეტად თავისებური და თვითმყოფადი კულტურა, რომელიც მჭიდრო კავშირშია შუამდინარეთის ცივილიზაციასთან. ძვ. წ. IV ათასწლეულის ელამში (სუზა I) განვითარებული იყო პროტოელამური „შეღებილი კერამიკის“ ენეოლითური კულტურა. სუზა I ფენაში დასახლების ნაკვალევთან ერთად შემორჩენილია სასაფლაოც, რაც ქალაქის ძველ მოსახლეობაში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი კულტის არსებობაზე მიგვანიშნებს. საგულდაგულოდ დამზადებულ და გაპრიალებულ ქვის სამუშაო იარაღებთან ერთად ზოგჯერ გვხვდება სპილენძის ნივთებიც. სუზა I დასახლება, როგორც ჩანს, ხანძარს შეეწირა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი მეზობელი მთიელი ტომების თავდასხმის დროს განადგურდა.
საკუთრივ ელამური კულტურა გავრცელებული ჩანს ძვ. წ. III ათასწლეულიდან. პროტოელამურისგან განსხვავებით, იგი სუზას გარდა გავრცელებული იყო ირანის სამხრეთ-დასავლეთის სხვა ადგილებშიც. მას ბევრი საერთო აქვს ელამისგან დასავლეთით მდებარე ქვეყნების, პირველ ყოვლისა კი შუმერის კულტურასთან.
ლაგაშის მმართველი გუდეა თავის ერთ-ერთ წარწერაში გვამცნობს, რომ მის დროს ქიმაშის მთებში, ელამის მოსაზღვრე ოლქში სპილენძს მოიპოვებდნენ. აქედანვე გამოჰქონდათ ოქროვანი სილა. ამავე ხანაში გაჩნდა ელამში ბრინჯაო. მეტალურგიასთან ერთად განვითარებულია კერამიკური წარმოება. სუზა II-ში ნაპოვნი ჭურჭლეულობა ისე საგულდაგულოდ არ არის დამზადებული, როგორც სუზა I-ისა, მაგრამ უფრო ფერადოვანია და გამოსახულებაშიც მდიდრულია. ეს არის პეიზაჟის კონტურები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები. ამ დროს გაჩნდა თავისებური ელამური იეროგლიფური დამწერლობა.
კულტურა
რედაქტირებაორენოვანი წარწერა
რედაქტირებაელამის კულტურის ყველაზე დიდი მიღწევაა საკუთარი დამწერლობის შექმნა, რომელსაც საფუძვლად პიქტოგრაფიული ნიშნები დაედო. ეს ნიშნები სწორ ხაზზე იწერებოდა. ფუზურინშუშინაქის ცნობილი წარწერებიდან ელამურ ენაზე ელამურივე იეროგლიფებით შესრულებულია მხოლოდ ნაწილი, ნაწილი კი სემატურ ენაზე ლურსმულითაა ნაწერი. ელამის მომდევნო მმართველების წარწერები მხოლოდ სემიტურია. ლურსმულით ელამურ ენაზე წერა მხოლოდ ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.
ეპიგრაფიული ძეგლები
რედაქტირებაელამის ტერიტორიის შესწავლა XIX ს-ის მეორე ნახევარში დაიწყეს ფრანგმა არქეოლოგებმა. ქვეყნის ისტორიის კვლევის მნიშვნელოვანი წყარო — ეპიგრაფიკული ძეგლები — ორ ჯგუფად იყოფა. შემორჩენილია უცხოური (შუმერული, აქადური, ბაბილონური, ასურული, ხეთური) ტექსტები და ელამურ ენაზე შესრულებული წარწერები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქადურ ენაზე შედგენილი სამეურნეო და სამართლის დოკუმენტები.
მრგვალი ქანდაკებები
რედაქტირებაძვ. წ. XXIV-XXIII საუკუნეებში სუზა აქადის სახელმწიფოს საზღვრებში იყო, რის გამოც ელამზე შუამდინარეთის კულტურის გავლენა გაძლიერდა. ამაზე მიუთითებს ელამის მმართველის ფუზურინშუშინაქის ჩვენამდე მოღწეული სტატუეტები, რომლებიც შესრულებულია შუამდინარეთის მრგვალი ქანდაკების ტრადიციების მიხედვით. აღსანიშნავია დედოფალ ნაფირასუს ბრინჯაოს ქანდაკება, მამაკაცების სკულპტურული პორტრეტები და ღვთაება ინშუშინაქის ვერცხლისგან დამზადებული ფიგურები, რომლებსაც ხელში სამსხვერპლო ცხოველები უჭირავთ. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ელამურმა გლიპტიკამ, კლდეზე ნაკვეთმა რელიეფმა.
არქიტექტურა
რედაქტირებაინშუშინაქის კომპლექსი
რედაქტირებაარქეოლოგებმა სუზას მახლობლად აღმოაჩინეს მეფე უნთაშ-ხუფმანის არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის ღვთაება ინშუშინაქისადმი მიძღვნილი ელიფსის ფორმის გალავნით შემოზღუდული, 25 მ სიმაღლის, ხუთსართულიანი ზიკურათი, ცხრა ტაძარი და სასახლეთა ჯგუფი. სასახლის მიღმა აღმოჩნდა დიდი აუზი რეზერვუარით, სადაც წყალი იწმინდებოდა და ცხრა არხით უკავშირდებოდა სუფთა წყლის შესანახ პატარა აუზს. აღმოაჩინეს აგრეთვე თავისებური სამარხი. ელამისთვის დამახასიათებელი იყო დაკრძალვის უნიკალური წესი — მიცვალებულის კრემაცია იარაღთან და სამკაულებთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხიდაშელი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 83-84.