აქადი — ქალაქი ძველ მესოპოტამიაში, სარგონ ძველის დედაქალაქი. ძვ. წ. 2300 წელს დაიწყო მისი აღზევება აქადის იმპერიის ჩამოყალიბებით. აქადის სახელი ეწოდა ძველ აღმოსავლურ სემირურ ენასაც - აქადური ენა და მთელს რეგიონს. ქალაქი დაანგრიეს კუტიების მომთაბარე ტომებმა დაახლოებით ძვ. წ. 2150 წელს. დღემდე არაა აღმოჩენილი აქადის ნაქალაქარი.

აქადიანების დინასტია
ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

შუამდინარეთში ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისთვის აქადი ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა მთელი შიამდინარეთის - ცივილიზაციის ამ უძველესი კერის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

აქადი, ანუ შუმერულად აგადე, თავდაპირველად ქალაქს, ხოლო მოგვიანებით უკვე ქვეყანას ეწოდებოდა. მისი ადგილმდებარეობა დაზუსტებული არ არის. მეცნიერების ვარაუდით, იგი უნდა არსებულიყო სიფარის (ახლანდელი აბუ-ჰაბა, ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით) მახლობლად. აქადი ბაბილონის სემიტური მოსახლეობის ერთ-ერთი უძველესი ცენტრი იყო.

ძვ. წ. XXIV საუკუნეში აქადი სარგონ დიდის (აქადელის) უზარმაზარი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. მისი სახელი სამხრეთ შუამდინარეთის მთელ ჩრდილოეთ ნაწილს ერქვა.

ნიფურში ენლისის ტაძრის წინ მდგარი სარგონის ქანდაკების ორენოვან ტექსტში (შუმერულ და აქადურ ენაზე) ნათქვამია, რომ სარგონი იყო არა მხოლოდ იშთარის „მბრძანებელი ზედამხედველი“, არამედ „ანუს მირონცხებული ქურუმი“ და „ენლილის დიდი ნაცვალიც“. „სწორედ ენლილმა, - ამბობს სარგონი, - მომცა მე ბატონობა და მეფობა“.

მოხუცმა სარგონმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა: ბაბილონის საძირკვლის მიწა აქადში ჩაიტანა და ახალი ბაბილონი ააშენა. ამ მკრეხელობამ განარისხა დიდი ბატონი მარდუქი.

აქადის უკანასკნელი დღე დაწვრილებით არის აღწერეილი „აქადის დაწყევლის“ ტექსტში. რვა ღმერთმა დაწყევლა აქადი, „ქალაქი უტიფრად შემბილწველი ექურისა“. „და, აი, - გვამცნობს ძველისძველი მატიანე, - მოხდა ასე... აქადი ნანგრევებია“.

უამრავი ქალაქი დანგრეულა და გატიალებულა, მაგრად კვლავ აღმდგარა და დასახლებულა, აქადი კი ღმერთებმა სამუდამოდ გაწირეს.

აქადის აყვავება

რედაქტირება

აქადის სახელმწიფოს გაფურჩქვნა დაიწყო მისი მეოთხე მეფის - ნარამსუერის ზეობის წლებში (ძვ. წ. 2290-2254 წწ.). მისი წყალობით ქვეყანამ ისეთ ძლიერებას მიაღწია, რომ მეფეს „ღვთაებრივი ნარამსუენის, აქადის მძლავრი ღმერთის“ ტიტული მიენიჭა. მან ჩაახშო აჯანყებები შუმერში, ელამში, თვით აქადშიც. „მსოფლიოს ოთხი ქვეყანა დაეცა მის წინაშე“, - გვამცნობს ერთ-ერთი წარწერა.

სარგონის დინასტიის დასასრული

რედაქტირება

აქადის უკანასკნელი მეფე შარქალიშარი (ძვ. წ. 2253-2230 წწ.) მეოთხედი საუკუნდე ებრძოდა ქვეყნის გარეშე მტრებს. წარწერები მოგვითხრობენ შუმერთა აჯანყების ჩახშობაზე, დასავლეთით ამორეველებზე გამარჯვებასა და აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ელემელების ძლევაზე. მაგრამ ძვ. წ. 2228 წელს, აქადის მზე სამუდამოდ ჩაესვენა, - აღმოსავლეთიდან შემოჭრილმა გუთიებმა მისი ქალაქები ნანგრევებად აქციეს.

ხელოვნების ნიმუშები

რედაქტირება

აქადელი ხალხი თავისი ქვეყნის აღზევებისა და აყვავების ჟამს უთუოდ მრავალ მნიშვნელოვან ძეგლს შექმნიდა. ამ ძეგლებიდან შემორჩენილია სულ რამდენიმე ნიმუში, რომლებიც ძვ. წ. XXIII საუკუნეს განეკუთვნებიან. აღსანიშნავია 2მ სიმაღის წითელი სტელა (ობელისკი), რომლის რელიეფზე ასახულია მეფე ნარამსუენის ლაშქრობა მთიელ ტომთა დასამორჩილებლად. საყურადღებოა სპილენძის ქანდაკების თავი - ვარაუდობენ, რომ იგი სარგონ დიდის ქანდაკების ნაწილი უნდა იყოს. შემონახულია ცილინდრული საბეჭდავები გილგამეშის გმირობისა და ნადირობის მინიატიურული რელიეფებით.

აქადის არქიტექტურისა და მშენებლობის მაღალ დონეზე მეტყველებს ეშნუნის (ახლანდელი თელ-ასმარი) სახლის კომპლექსის ნაშთები.

ლიტერატურული ძეგლები

რედაქტირება

კლასიკური აქადური ლიტერატურა ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, კასიტურ პერიოდში (XVI-XII საუკუნეები). დიდი კოსმოგიური ეპოსი 7 თავად იყოფა. მასში აღწერილია სამყაროს შექმნა ქაოსისგან, უფროსი და უმცროსი ღმერთების ბრძოლა და სხვა. შემოგვრჩა ნაწარმოებები, რომლებიც სინამდვილისადმი სკეპტიკურ და კრიტიკულ დამოკიდებულებასაც კი გამოხატავენ, მაგალითად, პოემა „ნიფურულ ღალატზე“.

აქადური ენა

რედაქტირება

აქადური ენა სემიტურ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ შტოს განეკუთვნება. აქვს ორი დიალექტი - ასურული (ძვ. წ. VII საუკუნემდე) და ბაბილონური (პირველი ათასწლეულის ბოლომდე). ამის გამო მას ასურულ-ბაბილონურ ენასაც უწოდებენ. აქადური ცნობილია ძვ. წ. XXIV-XXI საუკუნეების ლურსმლური დამწერლობის ძეგლებით. ეს ძეგლები სამ პერიოდს მოიცავს: 1. წინასარგონულ; 2. სარგონისა და სარგონიდების; 3. ურის მესამე დინასტიის ხანის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 35.
  • Dietz-Otto Edzard: Geschichte Mesopotamiens. Von den Sumerern bis zu Alexander dem Großen, München 2004, 76-95. ISBN 3-406-51664-5
  • Hans J. Nissen: Grundzüge einer Geschichte der Frühzeit des Vorderen Orients. Wiss. Buchgesellschaft, Darmstadt 1995 (3. Aufl.), 183-213. ISBN 3-534-08643-0
  • Gebhard J. Selz: Sumerer und Akkader. Geschichte, Gesellschaft, Kultur. H.Beck Wissen. Beck, München 2005, v. a. 63-75. ISBN 3-406-50874-X
  • H. Weiss: Akkade. Art. in: The Oxford Encyclopedia of Archaeology in the Ancient Near East. Bd I. Oxford University Press, New York 1997, 41-44. ISBN 0-19-511215-6
  • Rainer Michael Boehmer: Die Entwicklung der Glyptik während der Akkad - Zeit. de Gruyter, Berlin 1965.
  • A. Westenholz: The Old Akkadian Period: History and Culture. In: W. Sallaberger, A. Westenholz: Mesopotamien. Akkade-Zeit und Ur III-Zeit. Orbis biblicus et orientalis. 160/3. Universitätsverlag, Freiburg Schw 1999, 15-117, (zur Stadt Akkad vgl. S. 30-34). ISBN 3-525-53325-X