ლაგაში
ლაგაში — შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ მესოპოტამიაში. ცენტრი მდებარეობდა ახლანდელი ტელოს (ერაყი) ადგილას. ლაგაში შედგებოდა უბან-„ქალაქებისაგან“. საკუთრივ ლაგაში, გირსუ, ნინა, ურუქუ („წმინდა ქალაქი“), ქინუნირი, გუაბა, ქესა და უთუგანათენუ.
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ლაგაშს არქეოლოგიურად სწავლობდნენ 1877 წლიდან ფრანგი არქეოლოგები ერნესტ დე სარზეკი, გ. კროსი, ა. დე ჟენუიაკი და ანდრე პარო.
პირველი დასახლებები ლაგაშის ტერიტორიაზე ძვ. წ. V ათასწლეულის ბოლოს განეკუთვნება. წერილობით წყაროებში ლაგაში მოიხსენიება ძვ. წ. XXVI საუკუნიდან. ამ დროს იგი ქალაქ შურუფაქის მბრძანებელს ემორჩილებოდა. ლაგაშის აღზევება ემთხვევა ძვ. წ. XXV-XXIV საუკუნეებს, ურ-ნანშეს დინასტიის მმართველობის ხანას. ლაგაში განსაკუთრებით გაძლიერდა ეანათუმის დროს (ძვ. წ. 2470-იანი წლები), რომელიც ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა ქალაქ უმის მბრძანებელთან. უმაზე გამარჯვების შესახებ ეანათუმი მოგვითხრობს ქვის დიდ ფილაზე გაკეთებულ წარწერაში, რომელსაც ლიტერატურაში „ძერათა სტელას“ უწოდებენ. მის დროს დასრულდა მთელი სამხრეთ შუამდინარეთის პირველი გაერთიანება. აქტიურ სამხედრო პოლიტიკას ატარებდნენ ეანათუმის მემკვიდრენიც. გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ისინი გადასახადების გადიდებით ფარავდნენ, რამაც ფართო სახალხო მოძრაობა გამოიწვია XXIV საუკუნის 70-იან წლებში, ლუგალანდას მმართველობის დროს. ძვ. წ. 1364 წელს ლაგაში უმის მეფე ლუგალზაგესმა დაიმორჩილა, შემდეგ კი აქადის მეფე სარგონ დიდმა. ლაგაშმა ახალ კულტურულ და ეკონომიკურ აყვავებას მიაღწია გუდეას გამგებლობის ხანაში (ძვ. წ. XXII საუკუნის II ნახევარი). მაშინ ააგეს ღვთაება ნინგირსუს ბრწყინვალე ტაძარი ენინუ. ძალზე გაფართოვდა ლაგაშის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირ-ურთიერთობათა არეალიც. ურის III დინასტიის ხანაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) ლაგაში აქადის და შუმერის სამეფოს მთავარი ეკონომიკური ცენტრი იყო. მომდევნო ეპოქებში მისი მნიშვნელობა დაეცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 97.