ლუგალზაგესი — ძველი შუამდინარეთის ქალაქ-სახელმწიფოს უმის გამგებელი და შემდეგ მთელი შუმერის მეფე (დაახ. ძვ. წ. 2359 - ძვ. წ. 2335)[1]. პირველი შუმერი მეფე, რომელმაც სცადა შუმერული ქალაქ-სახელმწიფოებისგან ერთიანი სამეფო შეექმნა.

ლუგალზაგესის მამა ქურუმი იყო, თვითონ კი ახალგაზრდა გახდა უმის მეფე. თავდაპირველად მან ლაგაში დაიპყრო და ლაგაშის ენსიც გახდა.

მისი ბრძოლა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა, მან დაიპყრო შუმერული ქალაქების უმეტესობა, მაგრამ შუმერულ პოლიტიკურ და სასულიერო ელიტას არ სურდა გაერთიანება. ლუგალზაგესის სამეფოს დედაქალი ურუქი იყო. ნიპურის დაპყრობის შემდეგ მან აიღო „ქვეყნის ლუგალის“ ტიტული. ამ დროისთვის ქალაქ-სახელმწიფოები ერთმანეთთან პერმანენტული ომის მდგომარეობაში იყვნენ და მათი გაერთიანება კარგი დიპლომატიის გარეშე, მხოლოდ იარაღით შეუძლებელი იყო.

როდესაც ლუგალზაგესის დიდების პიკმა გადაიარა მას დაუპირისპირდა ქიშის კარზე მსახური სარგონ დიდი, აქადის იმპერიის დამაარსებელი. სარგონმა შეიპყრო ლუგალზაგესი და გალიაში გამოამწყვია ნიპურის მთავარი ტაძრის წინ. ლუგალზაგესი დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა აქადის მეფე სარგონმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით ძვ. წ. 2373-2349