უმა — ძველი შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ შუამდინარეთში. დააარსეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში.

უმა ლუგალზაგესის იმპერიის დროს

ამ ქალაქის მთელი ცნობილი ისტორია ლაგაშთან ბრძოლის ფაქტებია. ქალაქის პირველი ცნობილი ენსი (მმართველი) იყო ურში, რომელიც ძვ. წ. XVI საუკუნეში წარმატებით ებრძოდა ლაგაშის მეფეს სასაზღვრო ნაყოფიერი ველის გუედენის დასაკავებლად. მის დროს დაიწყო უმის გაძლიერება. შემდეგი მმართველი ენაკალე, როგორც წყაროებიდან ჩანს უნდა ყოფილიყო ლაგაშის მეფე ეანათუმის მარიონეტი. ენს ურ-ლუმის დროს უმამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და მისივე მეთაურობით მოეწყო ლაშქრობა ლაგაშის მეფის ენანათუმ I-ის წინააღმდეგ.

უმის ხელახალი გაძლიერება დაკავშირებულია მეფე ლუგალზაგესის სახელთან (ძვ. წ. 2373-2349 წწ.), რომელიც მიიჩნევა ქალაქის ყველაზე ძლიერ ენსად. მან მთელი შუამდინარეთი გააერთიანა. იგი დაამარცხა სარგონ აქადელმა, რის შემდეგაც უმამ დაკარგა პირველობა. ურის III დინასტიის მმართველობის ეპოქაში (ძვ. წ. 2132-2024 წწ.) უმა ლაგაშთან ერთად ქვეყნის მნიშვნელოვან სამეურნეო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იჯდა ოლქის მმართველი ენსის ტიტულით. უმას არქივებიდან მომდინარეობს ათასობით ლურსმული დოკუმენტი, რომელთა მონაცემები ძვირფასი წყაროა შუმერის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების აღსადგენად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უმა&oldid=4551486“-დან