ეანათუმილაგაშის შუმერი მეფე ძვ. წ. XXV საუკუნეში. ურ-ნანშეს შვილიშვილი. ეანათუმი პირველი იყო ვინც გააერთიანა შუმერი.

ლაგაშის გამარჯვების აღსანიშნავი „ძერათა სტელა“

ლაგაშს და მეზობელ უმას კონფლიქტი მოუვიდათ სახნავი მიწების გამო. ეანათუმმა გაილაშქრა უმის წინააღმდეგ, რომელსაც ქიშის ენსიც ეხმარებოდა, და დაამარცხა. უმა იძულებული გახდა ხარკი ეხადა ლაგაშისთვის. ამის შემდეგ მან დაიპყრო ქიში, ური, ურუქი, ნიპური და ლარსა. ამის გარდა იგი შეიჭრა ელამში და დაამარცხა ელამელთა ჯარი.

ეანათუმის მმართველობის პერიოდში ლაგაშში ბევრი ტაძარი და სასახლე აშენდა. არქეოლოგების მიერ ნაპოვნია სტელა, რომელზეც ასახულია ლაგაშის გამარჯვება უმაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება