ური
ური (შუმ. Urim) — ჩვ. წ.აღ.-მდე მე-5 ათასწლეულში სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი უძველესი შუმერული ქალაქი-სახელმწიფო. ის მდებარეობდა სამხრეთ ბაბილონში, ახლანდელი ტელ-მუქაიარის (ერაყი) სამხრეთით, ნასირიის მახლობლად და მდ. ევფრატის დასავლეთ სანაპიროსთან. ესაა იგივე ბიბლიური ”ქალდეას ური” და ადგილი, რომელიც იწოდება აბრაამის სამშობლოდ.
ძველი მესოპოტამია |
---|
ასირიოლოგია |
ქვეყნები / იმპერიები |
შუმერი: ურუქი – ური – ერიდუ |
ქიში – ლაგაში – ნიფური |
აქადის იმპერია: აქადი |
ბაბილონი – ისინი – სუზა |
ასურეთი: აშური – ნინევია |
დურ-შარუქინი – ნიმრუდი |
ბაბილონია – ქალდეა |
ელამი – ამორიტები |
ხურიტები – მითანი |
კასიტები – ურარტუ |
ქრონოლოგია |
შუმერის მეფეები |
ასურეთის მეფეები |
ბაბილონის მეფეები |
ენა |
ლურსმული დამწერლობა |
შუმერული ენა – აქადური ენა |
ელამური ენა – ხურიტული ენა |
მითოლოგია |
ენუმა ელიში |
გილგამეში – მარდუქი |
ურის ისტორია
რედაქტირებაური დაარსდა ჩვ.წ.აღ.-მდე მე-5 ათასწლეულში, ხოლო მისი აყვავების ხანად ითვლება მე-3 ათასწლეულის დასაწყისი ჩვ. წ.აღ.-მდე, ე.წ. ადრე დინასტიული პერიოდი (3000 — 2400 ძვ.წ.აღ.). XXIV-XXII ს.ს. ემორჩილებოდა მეზობელ ქალაქ-სახელმწიფოებს. მცირე დროით დაცემის შემდეგ ურმა კვლავ აყვავება განიცადა მესამე დინასტიის მმართველობის ხანაში (ძვ.წ.აღ. XXI ს.), როდესაც ის იქცა შუმერისა და აქადის სამეფოს დედაქალაქად. ამ დინასტიის დამაარსებელმა ურ-ნამუმ ააგო მთვარის ღვთაების ნანუს სახელობის უშველებელი ზიქურათი.
ადრედინასტიული პერიოდის მე-3 ეტაპის ხანაში ურს მართავდნენ 1-ლი დინასტიის ლუგალები, რომლებიც მოხსენიებული არიან ”მეფეთა სიაში”. ამ დინასტიიდან ცნობილია 6 სახელი. პირველი დინასტიის სიძლიერესა და სიმდიდრეზე მეტყველებენ ამ ქალაქში აღმოჩენილი მეფეთა სამარხები. ურის ლუგალთა სიმდიდრე განპირობებული იყო არა მარტო მათ საკუთრებაში მყოფი სატაძრო მიწებით, არამედ მათ მიერ წარმოებული ვაჭრობითაც.
ური ბაბილონის პერიოდშიც წარმოადგენდა მნიშვნელოვან შუმერულ ქალაქს. ძვ.წ.აღ. IV ს.-ში კლიმატური პირობების გაუარესების გამო ური დასტოვა მისმა მოსახლეობამ.
ძვ.წ.აღ. III ათასწლეულში შუმერული ქალაქი ური იყო ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრი თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ულამაზესი ტაძრებით, სასახლეებითა და საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობებით, ხოლო მის უმშვენიერეს ქუჩებსა და მოედნებზე დასეირნობდნენ მისივე მოქალაქეები მორთული ასევე მშვენიერი იუველირული ხელნაკეთებით.
არქეოლოგია
რედაქტირება1854 წ. ტეილორმა ბრიტანული მუზეუმისათვის ჩაატარა გათხრები. აღმოჩენილ იქნა ადგილობრივი ღვთაების სინის ტაძრის ნანგრევები, აგრეთვე აგურის გუმბათიანი და მრგვალი ფორმის (დიდგვაროვანთა) და თიხის (ღარიბთა) სამარხები. ამათ გარდა მიკვლეულ იქნა სასახლეები, ტაძრები, ზიქურათი და ლურსმნული დამწერლობის ნიმუშები. მრავალრიცხოვანმა წარწერებმა მზის შუქი მოჰფინეს ურის დინასტიის მეფეებსაც: ბურსინი, გური, დუნგი, ინესინი და გიმილსინი თურმე ჯერ ”შუმერისა და აქადის მეფეთა”, შემდეგ კი ”ოთხი ქვეყნის მეფეთა” ტიტულებს ატარებდნენ და იყვნენ სამხრეთ ბაბილონის ძლევამოსილი მბრძანებლები. ნაწერები მეტყველებენ მეფეთა მიერ სხვადასხვა ღვთაების სხელზე აგებულ ტაძრებზე. როგორც ჩანს, შემდგომში ური გადავიდა ელასარის დინასტიის მმართველობაში. აბრაამის მიერ ურიდან ხარანის გავლით პალესტინაში გადასახლებაც მიუთითებს ღვთაება სინას ამ უძველესი ცენტრების ურთიერთკავშირზე. ურში აღმოჩენილია ასევე მეფე ნაბონიდის წარწერები, რომლებიც იუწყებიან მის მიერ ძველი სალოცავების აღდგენაზე, რომელთა შორისაც არის ურის ”დიადი სინათლის სახლი” (ი-სირ-გალ).
ლიტერატურა
რედაქტირება- შარაშენიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 177.
- P. R. S. Morrey, Where Did They Bury the Kings of the IIIrd Dynasty of Ur?, Iraq, vol. 46, no. 1, pp. 1–18, 1984
- J. Oates, Ur and Eridu: The Prehistory, Iraq, vol. 22, pp. 32–50, 1960
- C.J. Gadd, History and monuments of Ur, Chatto & Windus, 1929 (Dutton 1980 reprint: ISBN 0-405-08545-1)