სარგონ აქადელიაქადის მეფე ძვ. წ. 2369–2314 წლებში. სემიტური დინასტიის დამაარსებელი. ლეგენდის მიხედვით ხალხის დაბალი ფენიდან იყო გამოსული. მსახურობდა ქიშის მეფე ურზაბაბას კარზე. აქ მომხდარი არეულობით ისარგებლა და ქ. აქადში დამოუკიდებელი მეფე გახდა. მალე დაიპყრო ჩრდილოეთი შუამდინარეთი ქალაქ ქიშითურთ და გაილაშქრა სამხრეთ შუამდინარეთის მმართველ ლუგალზაგესის წინააღმდეგ. ძვ. წ. 2349 წელს დაამარცხა იგი და გააერთიანა მთელი შუამდინარეთი. შექმნა 5400 კაცისაგან შემდგარი მუდმივი ჯარი, რომელიც სახალხო ლაშქრის ბირთვს წარმოადგენდა. თავისი პოლიტიკის გატარებისას ეყრდნობოდა ეკონომიკურად მასზე დამოკიდებულ უაზნო მოხელეებსა და მსახურეულ არისტოკრატიას. სამეფო ხელისუფლებას დაუმორჩილა ტაძარიც. ფართოდ გაშალა საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები, ჩაატარა ეკონომიკური რეფორმა, შემოიღო ზომა წონის ერთიანი სისტემა, რამაც ხელი შეუწყო საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითარებას.

სარგონ აქადელი

სარგონ აქადელის ნიღაბი
აქადის იმპერიის 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 2334 ან 2371
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 2279 ან 2315
წინამორბედი: პირველი იყო
მემკვიდრე: რიმუში
სხვა წოდებები: მეფე ქიშის, ლაგაშის, უმას და ურუქის ასევე შუმერის, ელამის, მარის და იარმუტის დიდი ფეოდალი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: აზუპირანუ, მესოპოტამია
გარდ. თარიღი: უცნობია
გარდ. ადგილი: აქადის იმპერია
მეუღლე: ტაშლულტუმი
შვილები: ენჰედუანა, რიმუში, მანიშტუსუ, იბარუმი, აბაიშ-ტაკალი
სრული სახელი: სარგონ აქადელი
სარგონ დიდი
ნამდვილი მეფე
ლეგიტიმური მეფე
დინასტია: აქადთა დინასტია
მამა: ლა'იბუმი (ბიოლოგიური)
აკკი (აღმზრდელი)
დედა: უცნობია

ლიტერატურა

რედაქტირება