მანიშტუშუ მანიშტუშუაქადის იმპერიის მესამე მეფე. ილაშქრა ელამის ოლქების ანშანისა და შერიხუმის წინააღმდეგ; დაამარცხა ასევე სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე 32 მცირე სამთავროს კოლაიცია. ჩვენამდე მოაღწია მანიშტუშუს მიერ შუამდინარეთის ჩრდილოეთით მდებარე თემების ტერიტორიაზე შესყიდული მიწების შესახებ შედგენილმა ხელშეკრულების ტექსტმა, რომელიც ამოკვეთილია ქვის დიდ ოთხწახნაგოვან ფილაზე. იგი გვაწვდის ძვირფას ცნობებს ძველ შუამდინარეთში არსებული მიწისმფლობელობის ფორმებსა და თემის ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. როგორც ისტორია მოგვითხრობს მანიშტუშუ მისივე სასამართლოს წევრებმა მოკლეს, რის შემდეგაც იმპერიას მისი შვილი ნარამსუენი გაუძღვა.

მანიშტუშუ
Maništušu
აქადის იმპერიის 3-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 2205
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 2191
წინამორბედი: რიმუში
მემკვიდრე: ნარამსუენი
სხვა წოდებები: აქადის იმპერიის მეფე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
შვილები: ნარამსუენი
დინასტია: აქადთა დინასტია
მამა: სარგონ აქადელი
დედა: ტაშლულტუმი
მანიშტუშუს სტელა

ლიტერატურა

რედაქტირება