ნარამსუენი — ძველი შუამდინარეთის ერთ-ერთი მეფე, აქადის დინასტიის მეოთხე წარმომადგენელი (ძვ. წ. 2290-ძვ. წ. 2254 წწ.). მის დროს აქადის დინასტიამ მიაღწია თავისი ძლიერების ზენიტს. მეფობის დასაწყისში ჩააქრო აჯანყება ქვეყნის შიგნით, შემდეგ წარმატებით ილაშქრა ევფრატის სათავეებში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ელამში. სახელმწიფო ცენტრალიზებულ ხელისუფლებას საბოლოოდ დაუმორჩილა რელიგია. ნარამსუენი სიცოცხლეშივე გააღმერთეს. მისი სტელა, რომელზედაც გამოსახულია ლულუბეელების წინააღმდეგ ბრძოლის ამსახველი სცენები, აქადური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია და ინახება ლუვრში.

ნარამსუენი

ნარამსუენის გამარჯვების აღმწერი სტელა.
აქადის იმპერიის 4-ე მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 2254 ან 2291
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 2218 ან 2254
წინამორბედი: მანიშტუსუ
მემკვიდრე: შარ-კალი-შარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
მეუღლე: უცნობია
შვილები: შარ-კალი-შარი
დინასტია: აქადთა დინასტია
მამა: მანიშტუსუ
დედა: დედა უცნობია

ლიტერატურა

რედაქტირება