ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შარ-კალი-შარი (აქად.: მეფეთმეფე) — აქადის იმპერიის მეხუთე მეფე. შუმერ მეფეთა სიის მიხედვით შარ-კალი-შარი იყო ნარამსუენის შვილი და იმეფა 25 (ან 24) წლის განმავლობაში. ტახტზე ავიდა მამის სიკვდილის შემდეგ და მთელი თავისი ენერგია შეალია მემკვიდრეობად მიღებული იმპერიის მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას. ამასთან ერთად მას მოუხდა ქვეყნის შიგნით აჯანყების ჩახშობა და დასავლეთიდან ამორეველთა ტომების შემოსევის მოგერიება. მისი ყველა მცდელობა ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის გაზრდისა მარცხით დამთავრდა.

შარ-კალი-შარი
აქადის იმპერიის მე-5 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ.წ. 2217 ან 2254
მმართ. დასასრული: ძვ.წ. 2193 ან 2230
წინამორბედი: ნარამსუენი
მემკვიდრე: იგიგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
მეუღლე: ტუტაშარლიბიში
დინასტია: აქადთა დინასტია
მამა: ნარამსუენი
დედა: უცნობია

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ. 1971
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შარ-კალი-შარი“-დან