ენსი (გერმ. Enns) — მდინარე ავსტრიაში. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს დაბალი ტაუერნის კალთებზე, ზღვის დონიდან 1750 მ სიმაღლეზე. სიგრძე 254 კმ, აუზის ფართობი 6,000 კმ². თავდაპირველად მიედინება ზალცბურგის ფედერალური მიწის ტერიტორიაზე, შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც შედის შტირიის ფარგლებში. მდინარის ხეობა წარმოადგენს საზღვრავს ჩრდილოეთ კირქვიან ალპებსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს შორის. დუნაის ერთვის ქალაქებს მაუთაუზენსა და ენსს შორის. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 201 მ³/წმ.

ენსი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
სათავე დაბალი ტაუერნი
სიგრძე 254 კმ
აუზის ფართობი 6,000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ენსი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ენსი&oldid=4244672“-დან