შურუფაქი
შურუფაკი - შუმერული ქალაქი-სახელმწიფო სამხრეთ მესოპოტამიაში. დღეს ამ ადგილს ჰქვია ტელ ფარა (ერაყი). შურუფაქი ასევე ნახსენებია „შუმერის მეფეთა სიაში“. იხსენიება იმ ხუთ ქალაქს შორის, რომელიც წარღვნამდე არსებობდა.
არქეოლოგია
რედაქტირებაშურუფაქი აღმოაჩინა გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1902 წელს ვალტერ ანდრეს ხელმძღვანელობით. ქალაქში აღმოაჩინეს ლურსმული დამწერლობით დიდი ბიბლიოთეკა. შურუფაქის ბიბლიოთეკა 3 ნაწილად იყოფა, ესაა სხვადასხვა სამეურნეო ტექსტები, სასწავლო ტექსტები, ანუ ფირფიტები რომელზეც ახალგაზრდა შუმერები წერას სწავლობდნენ და „არქაული ლურსმული სიმბოლოების სია“, საიდანაც გაირკვა ქალაქის დასახელება. დაახლოებით ძვ. წ. XXX საუკუნეში შურუფაქი აღმოჩნდა წყლით დაფარული წყალდიდობის შედეგად, ასე რომ შესაძლოა მითს წარღუნას შესახებ აქვს ისტორიული საფუძველი. ამ წყალდიდობამ შდურუპაკის გარდა დააზარალა ური და კიში.
გათხრებით დადასტურდა, რომ შურუფაქი ადრინდელი ტიპის (ძვ.წ. XXIX ს.) საქალაქო დასახლებას წარმოადგენდა. აქ აღმოჩენილი სამეურნეო და რელიგიური შინაარსის ლურსმნული დოკუმენტები მიუთითებენ შურუფაქის აღზევებაზე ძვ.წ. XXVII-XXVI საუკუნეებში. შუმერული მითების მიხედვით ამ ქალაქში იჯდა წარღვნის დროს კაცთა მოდგმის თესლის გადამრჩენელი გმირი მეფე ზიუსუდრა (აქად. უტ-ნაპიშტიმი, ბიბლიური ნოე). არსებობა შეწყვიტა ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის ბოლოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- შარაშენიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 58.