ობელისკი
ობელისკი (ბერძნ. obeliskos, სიტყვასიტყვით - მცირე შამფური) — წახნაგოვანი (უმთავრესად კვადრატული), ზევითკენ თანდათან დავიწროებული და ბოლოში წამახვილებული ქვის სვეტი. ობელისკი გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტეში. დგამდნენ როგორც ძეგლს სასახლეებისა და ტაძრების წინ. ეგვიპტიდან წამოღებულ მონოლითურ ობელისკებს ევროპაში იყენებდნენ ქალაქთმშენებლობაში, არქიტექტურული ანსამბლების კომპოზიციური აქცენტის შესაქმნელად (ობელისკი პიაცა დელ პოპოლოზე რომში, დაიდგა 1589, არქიტექტორი კ. ფონტანა). ობელისკი ფართოდ გავრცელდა როგორც ძეგლისა და მონუმენტის ტიპი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 7, გვ. 491, თბ., 1984
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |