მუშის კუნძულები
მუშის კუნძულები (ფრანგ. Îles Moucha) — მცირე ზომის მარჯნის კუნძულები ჯიბუტის სანაპიროზე. ის მდებარეობს ტაჯურის ყურის ცენტრში. კუნძულები ეკუთვნის ქვეყნის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს — დედაქალაქ ჯიბუტის, რომლის საერთო მოსახლეობაც შეადგენს დაახლოებით 20 ადამიანს და მნიშვნელოვნად იზრდება ზაფხულის პერიოდში.
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Moucha | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ტაჯურის ყურე |
კოორდინატები | კოორდინატები: 11°43′ ჩ. გ. 43°11′ ა. გ. / 11.717° ჩ. გ. 43.183° ა. გ. |
ფართობი | 3,994 კმ² |
სიგრძე | 1,6 კმ |
სიგანე | 2,41 კმ |
უმაღლესი წერტილი | 13 მ |
ჯიბუტი | |
რეგიონი | ჯიბუტი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი |
გეოგრაფია
რედაქტირებამუშის კუნძულები სიდიდით ჯიბუტის ყველაზე დიდი კუნძულებია. მათი სიგრძე 1,6 კმ-ია, სიგანე კი 2,41 კმ, მუშის კუნძულები იმყოფება პატარა მასკალის კუნძულებთან, რამდენიმე მომცრო კუნძულთან და მარჯნის რიფებთან სიახლოვეს. ის მდებარეობს დაახლოებით 15 კმ-ში სამხრეთით ჯიბუტის მატერიკული ნაწილიდან.
კლიმატი
რედაქტირებამუშის კუნძულებზე განსაკუთრებით ბევრი მზიანი დღეებია და მაღალი ტემპერატურაა მთელი წლის განმავლობაში. ესაა მშრალი კლიმატი, რომლის ტემპერატურა მერყეობს დეკემბრის, იანვრის და თებერვლის საკმაოდ თბილი ამინდებიდან ივლისის ძალიან ცხელ ამინდამდე. არსებობს წლის ორი დრო: ზაფხული, მშრალი სეზონით მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით და ზამთრის შედარებით გრილი სეზონი, ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით.
ეკონომიკა
რედაქტირებამუშის კუნძულების ეკონომიკა უპირატესად დაფუძნებულია მომსახურებაზე და ტურიზმზე. მუშის კუნძულები დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ადგილია ჯიბუტიში. კუნძულების მთავარ ქალაქ — მუშას ემსახურება აეროპორტი.[1] კუნძულები ასევე შესანიშნავი ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აეროპორტ HDMO-ის ინფორმაცია „Great Circle Mapper“-ზე.