ადის-აბება
ადის-აბება (ამჰ. አዲስ አበባ) — ეთიოპიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 2014 წლის მონაცემების მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა 3 194 999 ადამიანს შეადგენდა.[2] მთლიანი ფართობი 526,99 კმ²-ია.[3] ადის-აბებას ეთიოპიაში განსაკუთრებული ადმინისტრაციული სტატუსი უჭირავს. სწორედ ამ ქალაქშია აფრიკის კავშირის ადმინისტრაციის შენობა, აქვე 2002 წლამდე არსებობდა მისი წინამორბედის - აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შტაბ-ბინაც. სწორედ ამიტომ, ხშირად ადის-აბებას „აფრიკის პოლიტიკურ დედაქალაქს“ ან „აფრიკის პარიზსაც“ უწოდებენ.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ადის-აბება შეცდომა Lua: expandTemplate: template "lang-wal" does not exist | |||
| |||
ქვეყანა | ეთიოპია | ||
შიდა დაყოფა | Addis Ketema, Akaky Kaliti, Arada, Bole Medhanealem, Gullele, Kirkos, Kolfe Keranio, Lideta, Nifas Silk-Lafto და Yeka | ||
კოორდინატები | 9°01′38″ ჩ. გ. 38°44′13″ ა. გ. / 9.02722° ჩ. გ. 38.73694° ა. გ. | ||
ქალაქის მერი | დირიბა კუმა | ||
დაარსდა | 1886 | ||
ადრეული სახელები | ფინფინი | ||
ფართობი | 526.99 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 2355±1 მეტრი | ||
მოსახლეობა | 5 228 000 (2022) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+3 და აღმოსავლეთ აფრიკული დრო[1] | ||
სატელეფონო კოდი | 11 | ||
ოფიციალური საიტი | https://cityaddisababa.gov.et/am | ||
ქალაქი დაარსდა 1886 წელს იმპერატორ მენელიკ II-ის მმართველობის პერიოდში, მისი მეუღლის ტაიტუ ბეტულის თხოვნით.
ქალაქში ცხოვრობს მრავალი ეროვნების მოსახლეობა ეთიოპიის სხვადასხვა რეგიონებიდან: ამჰარები, ორომოები, ტიგრაი, სომალელები და ბევრი სხვა. ასევე მრავალფეროვანია მოსახლეობის კონფესიული შემადგენლობა, აქ ცხოვრობენ მიაფიზიტები, მუსულმანები, ებრაელები, მართლმადიდებელი ქრისტიანები, პროტესტანტები და ტრადიციული აფრიკული სარწმუნოების მიმდევრები.
ადის-აბება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალმთიანი დედაქალაქია მსოფლიოში. ქალაქის ყველაზე დაბალი წერტილი მდებარეობს ქალაქის სამხრეთში, ზღვის დონიდან - 2326 მეტრ სიმაღლეზე, სადაც იმყოფება ბოლეს საერთაშორისო აეროპორტი. ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთში, ზღვის დონიდან - 3000 მეტრ სიმაღლეზე, ენტოტოს მთაზე.
ისტორია
რედაქტირებაადის-აბება დაარსდა ეთიოპიის იმპერატორ მენელიკ II-ის დროს. ქალაქის პირველი სახელწოდება იყო ფინფინი, რაც ორომოს ენაზე ნიშნავს „ცხელ წყაროებს“. მენელიკ II, რომელიც ამ დროს იყო შოას სამეფოს მეფე, ენტოტოს მთის შემოგარენს თვლიდა ხელსაყრელ ბაზად სამხედრო ოპერაციებისთვის მისი სამეფოს სამხრეთში. 1879 წელს იგი ეწვია ამ რაიონში ცნობილი შუა საუკუნეების ქალაქისა და ეკლესიის ნანგრევებს. ამ რეგიონისადმი მისი ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, როდესაც მენელიკ II-ის მეუღლე ტაიტუ ბეტულმა დაიწყო ეკლესიის მშენებლობა ენტოტოს მთაზე. მაგრამ ბუნებრივმა პირობებმა მას ხელი შეუშალა აეშენებინა ქალაქი მთასთან უშუალო სიახლოვეს. 1886 წელს მშენებლობა დაიწყო მთიდან სამხრეთში.
პირველად ტაიტუ ბეტულმა სახლი ააშენა ფილუოჰის მინერალური წყაროების შემოგარენში, სადაც მას და სამეფო სასამართლოს წევრებს უყვარდათ მინერალური აბაზანების მიღება. სხვა გამორჩეული ადამიანები სახლდებოდნენ ტაიტუ ბეტულის სახლის გვერდით. როდესაც დასახლება გაფართოვდა, მენელიკ II-მ გადააკეთა ტაიტუ ბეტულის სახლი სასახლედ, სადაც დღეისათვის ეთიოპიის მთავრობა იმყოფება. თანამედროვე დასახელება - ადის-აბება ამჰარული ენიდან თარგმანში ნიშნავს „ახალ ყვავილს". ეთიოპიის დედაქალაქის ტიტული ქალაქმა მიიღო, როდესაც მენელიკ II გახდა ეთიოპიის იმპერატორი. დღემდე შესაძლებელია მენელიკ II-ის მიერ დარგული ევკალიპტების დანახვა ქალაქის ქუჩების გასწვრივ.
1936 წლის 5 მაისს იტალიამ ეთიოპიასთან ომის შემდეგ შეძლო ქალაქის დაკავება. 1936-1941 წლებში ადის-აბება წარმოადგენდა იტალიის აღმოსავლეთ აფრიკის ადმინისტრაციულ ცენტრს. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით მილიონი ეთიოპელი დაიღუპა. 1941 წელს ბრიტანელთა ჯარისა და ეთიოპიელი აჯანყებულების იტალიის არმიაზე გამარჯვების შემდეგ დედაქალაქში იმპერატორი ჰაილე სელასიე I დაბრუნდა და უმალვე დაიწყო მუშაობა ქალაქის აღდგენაზე.
1958 წლიდან ადის-აბებაში მდებარეობს აფრიკის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური კომისიის რეზიდენცია. 1963 წელს ჰაილე სელასიე I-ის დახმარებით შეიქმნა აფრიკის ერთობის ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა აგრეთვე მდებარეობს ადის-აბებაში. 2002 წელს აფრიკის ერთობის ორგანიზაცია გაუქმდა, ხოლო მის მაგივრად შეიქმნა აფრიკის კავშირი. 1965 წელს ქალაქში ჩატარდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიების საბჭო.
კლიმატი
რედაქტირებაქალაქის კლიმატზე მაღალმთიან ზონაში მდებარეობა დიდი გავლენას ახდენს. ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში არსებული ტემპერატურა დაახლოებით ერთნაირია, მკვეთრი ცვლილებების გარეშე. თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +16 °C-დან +19 °C-მდე. ეკვატორთან ახლოს მდებარეობა უზრუნველყოფს საკმაო სითბოს, მიუხედავად სიმაღისა. ქალაქის ფარგლებში მცენარეული საფარი საკმაოდ გაღარიბებულია, რომელიც წარმოდგენილია უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს ბუჩქნარითა და ბალახით. ტემპერატურის ცვლილება წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეინიშნება. ქალაქში თითქმის არასდროსაა, როგორც ძლიერ გაუსაძლისი სიცხე, ასევე სიცივე, ხოლო საკმაოდ იშვიათია აგრეთვე ყინვები.
მთავრობა
რედაქტირებაეთიოპიის 1995 წლის კონსტიტუციის თანახმად, ადის-აბება ფედერალური დაქვემდებარების ორი ქალაქიდან ერთ-ერთია (მეორე ქალაქია დირე-დაუა). მანამდე არსებული ადმინისტრაციული დაყოფის ფარგლებში ქალაქის ხელისუფლებას ჰქონდა რეგიონალური სტატუსი.
ქალაქის ხელისუფლების ხელმძღვანელია მერი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას განაგებს. ამას გარდა, ქალაქი ემორჩილება ფედერალურ კანონებს. ქალაქის საბჭოს წევრები ირჩევა პირდაპირი არჩევის წესით, ქალაქის მოსახლეობის მიერ. მერს ირჩევენ ქალაქის საბჭოს წევრები. უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. ამასთან ფედერალურ მთავრობას უფლება აქვს გააუქმოს ქალაქის საბჭო და დანიშნოს დროებითი მმართველი მომავალ არჩევნებამდე.
2003 წლიდან 2005 წლის მაისამდე ქალაქის მერი იყო არკებე ოკუბაი. 2005 წლის 31 მაისს ის დასახელდა 2005 წლის აფრიკელ მერად. ზუსტად იმ დროს მან უფლებამოსილება გადასცა ახალ მერს - ბერჰან ნეგეს. დღეისათვის ქალაქის მერია დირიბა კუმა, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა კუმა დემეკსა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაქალაქი დაყოფილია 10 რაიონად.
№ | რაიონი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. 2011 წ. |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
რუკა |
---|---|---|---|---|---|
1
|
ადის კეტემა[4] | 7,41
|
271 644
|
36 659,1
|
|
2
|
აკაკი კალიტი[5] | 118,08
|
195 273
|
1653,7
|
|
3
|
არადა[6] | 9,91
|
225 999
|
23 000
|
|
4
|
ბოლე[7] | 122,08
|
328 900
|
2694,1
|
|
5
|
გულელე[8] | 30,18
|
284 865
|
9438,9
|
|
6
|
კირკოსი[9] | 14,62
|
235 441
|
16 104
|
|
7
|
კოლფე კერანიო[10] | 61,25
|
546 219
|
7448,5
|
|
8
|
ლიდეტა[11] | 9,18
|
214 769
|
23 000
|
|
9
|
ნიფას სილკ-ლაფტო[12] | 68,30
|
335 740
|
4915,7
|
|
10
|
იეკა[13] | 85,46
|
337 575
|
3950,1
|
დემოგრაფია
რედაქტირება2012 წელს გამოქვეყნებული ეთიოპიის ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ადის-აბების მოსახლეობას შეადგენდა 3 041 002 ადამიანს, მათგან 1 449 002 იყო მამაკაცი და 1 592 000 ქალი.[14] დღეისათვის ადის-აბების ტერიტორიაზე არ არსებობს სოფლის რაიონები, ამიტომ მოსახლეობის 100 % ქალაქელია. აქ ცხოვრობს ეთიოპიის მთელი ქალაქების მოსახლეობის 23 %. ქალაქის ფართობია 526,99 კმ² და მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 5770,5 ადამიანს კმ²-ზე. ქალაქი დაყოფილია 10 ადმინისტრაციულ რაიონად, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში (ადის-კეტემაში) მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 38 255,3 ად./კმ²-ს, ხოლო ყველაზე მეჩხრად დასახლებულ რაიონში (აკაკი-კალიტში) - 1704,1 ად./კმ²-ს.
უკანასკნელი მოსახლეობის აღწერის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ეთიოპიაში 2007 წელს, ადის-აბების მოსახლეობა გაიზარდა 300 000 ადამიანზე მეტით. 2007 წელს დედაქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 738 248 ადამიანი[15].
დედაქალაქში ცხოვრობს ბევრი ეროვნების წარმომადგენელი. მათ შორის გამოიყოფა: ამჰარები - მოსახლეობის 48,3 %, ორომოები - 19,2 %, გურაგელები - 17,5 %, ტიგრაი - 7,6 %. კონფესიების მიხედვით: მიაფიზიტები შეადგენენ მოსახლეობის 82 %-ს, მუსულმანები - 12,7 %-ს, პროტესტანტები - 3,9 %-ს და კათოლიკები - 0,8 %-ს.
ადის-აბების მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება:
- 1900 წელი — 80 000 მაცხოვრებელი;
- 1958 წელი — 400 000 მაცხოვრებელი;
- 1968 წელი — 664 000 მაცხოვრებელი;
- 2002 წელი — 1 700 000 მაცხოვრებელი;
- 2012 წელი — 3 041 002 მაცხოვრებელი[14];
ეკონომიკა
რედაქტირებაადის-აბებაში მოქმედებს მრავალფეროვანი ეკონომიკური სისტემა. ფედერალური მთავრობის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 119 197 ადამიანი დაკავებულია ვაჭრობითა და კომერციით, 113 977 ადამიანი ჩართულია წარმოებაში, 80 391 ადამიანს აქვს საკუთარი მეურნეობა, 71 186 ადამიანი დასაქმებულია ადმინისტრაციაში, 50 538 ადამიანი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებში, 42 514 ადამიანი სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, 32 685 ადამიანი სასტუმროებისა და ტურიზმის სისტემაში, ხოლო 16 602 ადამიანი მისდევს სოფლის მეურნეობას.
ღარიბი ეთიოპიელების უმრავლესობა სოფლის რაიონებიდან ჩამოდის ადის-აბებაში სამუშაოს საძებნად და ავსებენ ეთიოპიის დედაქალაქის ქუჩებს. თუმცა ბოლო დროს ღარიბების უმრავლესობა შემცირდა მათი განათლებისა და სამუშაოთი უზრუნველყოფის გამო. დღეისათვის ადის-აბება შავი აფრიკის შედარებით სუფთა და უსაფრთხო ქალაქია, სადაც ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა თაღლითობა და წვრილმანი ქურდობა.
ბოლო დროს იზრდება მაღალი შენობების და ძვირი სასტუმროების რაოდენობა. მიმდინარეობს სავაჭრო ცენტრებისა და გასართობი კლუბების მშენებლობა. ადის-აბებას სულ უფრო ხშირად ეძახიან აფრიკის საკურორტო დედაქალაქს.
ტრანსპორტი
რედაქტირებაქალაქში განვითარებულია სატრანსპორტო სისტემა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შედგება ავტობუსებისაგან და ლურჯი ან თეთრი ფერის სამარშრუტო ტაქსებისაგან. სამარშრუტო ტაქსები, როგორც წესი, მიკროავტობუსებია, რომელთა ტევადობა დაახლოებით 12 მგზავრია. თითოეულ სამარშრუტო ტაქსში იმყოფება კონდუქტორი, რომელიც კრეფს სამგზავრო თანხას.
2008 წლის დასაწყისში რუსეთთან თანამშრომლობის გზით იგეგმებოდა პირველი სატროლეიბუსო მარშრუტის - გეოროდისი-ადისუ გებეას გახსნა. ამ მარშრუტის მშენებლობა გაუქმდა, სამაგიეროდ 2015 წლის სექტემბერში აშენდა ადის-აბების მეტროტრამი[16].
ბოლეს საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება ადის-აბებას და ახლომდებარე ქალაქებს, ასრულებს მრავალ საერთაშორისო რეისს და ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭეა. 2003 წელს აქ გაიხსნა ახალი საერთაშორისო სამგზავრო ტერმინალი, აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე. ქალაქის დასავლეთით მდებარეობს ლიდეტას ძველი აეროპორტი, რომელიც დღეისათვის გამოიყენება სამხედრო მიზნებისათვისა და მცირე თვითმფრინავებისათვის.
ქალაქს ასევე აქვს სარკინიგზო კავშირი ჯიბუტისთან და დირე-დაუასთან. სარკინიგზო სადგური აშენებულია ფრანგულ სტილში.
განათლება
რედაქტირებაადის-აბების უნივერსიტეტი გაიხსნა 1950 წელს და პირველად ატარებდა ადის-აბების საუნივერსიტეტო კოლეჯის სახელს, ხოლო დღევანდელი სახელი 1962 წელს მიენიჭა. აქ მდებარეობს 6 საუნივერსიტეტო ქალაქი და 1 კამპუსი ქალაქ დებრე-ზეიტში. ეთიოპიის ბევრ ქალაქში ასევე მდებარეობს ამ უნივერსიტეტის ფილიალები.
ადის-აბებაში არის ეთიოპიური გამოკვლევების ინსტიტუტი და ეთნოგრაფიული მუზეუმი, აგრეთვე ბევრი კერძო კოლეჯი.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაეთიოპიის ეროვნულ მუზეუმში ინახება ლუსის - ავსტრალოპითეკის თაბაშირის ასლი, რომელიც ნაპოვნია ეთიოპიის ტერიტორიაზე. დღეისათვის ეს ყველაზე ძველი ადამიანის ნიმუშია, რომელიც აღმოუჩენიათ.
აქ ასევე მდებარეობს ეთიოპიის ეროვნული ბიბლიოთეკა და ეთნოგრაფიული მუზეუმი, ადის-აბების მუზეუმი, ეთიოპიის მუზეუმი და ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი. მდიდარი კოლექციები არის რკინიგზისა და ფოსტის მუზეუმებში.
ქალაქი განსაკუთრებული არქიტექტურული სტილით გამოირჩევა, აღსანიშნავია წმინდა გიორგის ტაძრის შენობა, რომელიც დაარსდა 1896 წელს. წმინდა სამების ტაძარში არის იმპერატორ ჰაილე სელასიე I-ის საფლავი. ყველაზე დიდი კათოლიკური ტაძარია წმინდა ოჯახის ტაძარი. ქალაქში მდებარეობს ეთიოპიის ყველაზე დიდი მეჩეთი - ანვარი.
ქალაქის ცენტრში დგას ალექსანდრე პუშკინის მონუმენტი, რომლის პაპის (დედის მხრიდან) მამა სავარაუდოდ ეთიოპიიდან იყო.
ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობაა ადის-მერკატოს ბაზარი, რომელიც იტალიელების ბატონობის პერიოდში დაარსდა ეთიოპიაში.
ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობაა ადის-აბების სტადიონი, სადაც 2008 წელს გაიმართა აფრიკის ჩემპიონატი მძლეოსნობაში.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირება
|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Pankhurst, Richard (2001). The Ethiopians: A History (Peoples of Africa). Wiley-Blackwell; New Ed edition. ISBN 0-631-22493-9.
- Ivo Strecker: Addis Abeba: Die neue Blume blüht rot. In: Geo, 1/1978, S. 32–52 (Bericht von Menelik II. bis 4. Staatsoberhaupt Mengistu Haile Mariam)
- Addis Ababa's Predecessor: Foundation, Growth, Destruction and Rebirth (1400 1887). ISBN 978-1569026694
- Abir, Mordechai (1968). Ethiopia: The Era of the Princes; The Challenge of Islam and the Re-unification of the Christian Empire (1769–1855). London, England: Longmans.
- Beshah, Girma; Aregay, Merid Wolde (1964). The Question of the Union of the Churches in Luso-Ethiopian Relations (1500–1632). Lisbon: Junta de Investigações do Ultramar and Centro de Estudos Históricos Ultramarinos.
- Lyons, Terrence (1996). "Closing the Transition: the May 1995 Elections in Ethiopia". The Journal of Modern African Studies. 34 (1): 121–42. doi:10.1017/S0022278X00055233.
- Munro-Hay, Stuart (1991). Aksum: An African Civilization of Late Antiquity. Edinburgh: University Press. ISBN 978-0-7486-0106-6.
- Valdes Vivo, Raul (1977). Ethiopia's Revolution. New York, NY: International Publishers. ISBN 978-0-7178-0556-3.
- Ethiopia (Bradt Travel Guide). ISBN 978-1784770990
- Murphy, Dervla (1968). In Ethiopia with a Mule. London: Century, 1984, cop. 1968. N.B.: An account of the author's travels in Ethiopia. 280 p., ill. with a b&w map. ISBN 0-7126-3044-9
- Siegbert Uhlig, et al. (eds.) (2003). Encyclopaedia aethiopica, Vol. 1: A–C. Wiesbaden: Harrassowitz Verlag.
- Rubenson, Sven (2003). The Survival of Ethiopian Independence (4th ed.). Hollywood, CA: Tsehai. ISBN 978-0-9723172-7-6.
- Siegbert Uhlig, et al. (eds.) (2007). Encyclopaedia aethiopica, Vol. 3: He–N. Wiesbaden: Harrassowitz Verlag.
- Marcus, Harold G. (1975). The Life and Times of Menelik II: Ethiopia, 1844–1913. Oxford: Clarendon. Reprint, Trenton, NJ: Red Sea, 1995. ISBN 1-56902-009-4.
- Henze, Paul B. (2004). Layers of Time: A History of Ethiopia. Shama Books. ISBN 978-1-931253-28-4.
- Marcus, Harold G. (2002). A History of Ethiopia (updated ed.). Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-22479-7.
- Siegbert Uhlig, et al. (eds.) (2005). Encyclopaedia aethiopica, Vol. 2: D–Ha. Wiesbaden: Harrassowitz Verlag.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ადის-აბება, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ქალაქ ადის-აბებას ადმინისტრაცია დაარქივებული 2014-07-24 საიტზე Wayback Machine.
- Addis Ababa City Council დაარქივებული 2007-06-07 საიტზე Wayback Machine.
- Introduction to Addis Ababa დაარქივებული 2007-02-09 საიტზე Wayback Machine.
- Hotels in Addis Ababa დაარქივებული 2012-06-15 საიტზე Wayback Machine.
- Support for Mayor's overhaul of Addis Ababa
- Dawn in Addis დაარქივებული 2008-12-09 საიტზე Wayback Machine.
- Interactive City Map and Business Finder
- Addis Ababa City Administration
- Addis Ababa
- Offizielle Internetseite der Stadt Addis Abeba დაარქივებული 2020-06-29 საიტზე Wayback Machine.
- Internetseite der Botschaft der Bundesrepublik Deutschland
- Internetseite des Goethe-Instituts Addis Abeba Gebrekristos Desta Center
- The Official Web Site of Addis Ababa University
- Bilder von Addis Abeba von www.raineralbiez-vulkane.de დაარქივებული 2020-08-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Time.is
- ↑ Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
- ↑ 2011 National Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-09-29.
- ↑ Addis Ketema page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-14. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Akaky Kaliti page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-16. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Arada page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Bole page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-25. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Gullele page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Kirkos page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Kolfe Keranio page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Lideta page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Nifas Silk-Lafto page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-04. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ Yeka page (Addis Ababa website). Addisababacity.gov.et. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2013-12-11.
- ↑ 14.0 14.1 ეთიოპიის ცენტრალური სტატისტიკური სააგენტოს ოფიციალური შეფასება 2012 წლის 1 ივლისისათვის. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2015-09-30.
- ↑ The Federal Democratic Republic of Ethiopia — Addis Ababa. Administrative units. დაარქივებული 2012-03-11 საიტზე Wayback Machine. Geohive
- ↑ Sub-Saharan Africa gets its first metro. The Economist (17 სექტემბერი 2015). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი 2015.
- ↑ קשריםקשרים בין-לאומיים של העיר באר-שבע Hebrew. Beer-sheva.muni.il. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 დეკემბერი 2008. ციტირების თარიღი: 5 May 2012.
- ↑ Tadias Magazine, "DC & Addis to Become Sister Cities", December 4, 2013, available at http://www.tadias.com/12/04/2013/dc-addis-to-become-sister-cities/