ბანგკოკი (ოფიციალურად ტაი. กรุงเทพมหานคร კრუნ თხეფ მაჰა ნახონი[2] — სრული სახელი კრუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰიტარაიუტთხაია მაჰადილოკ ფხოპ ნოპპარატ რატხატანი ბურირომ უდომრათჩანივეტ მაჰასტან ამონ პიმან ავატან სათით საკკათხატთია ბიტსანუკამ) — ტაილანდის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე ჩაო-ფრაიას ნაპირებზე, ტაილანდის ყურესთან. ბანგკოკის ფართობი 1,4668 კმ²-ია. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 8 280 925 ადამიანს შეადგენდა;[1] მისი კოორდინატებია: ჩ. გ. 13°45 და ა. გ. 100°31.

ბანგკოკი
กรุงเทพมหานคร
დროშა გერბი

ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 13°45′00″ ჩ. გ. 100°31′00″ ა. გ. / 13.75000° ჩ. გ. 100.51667° ა. გ. / 13.75000; 100.51667
მმართველი Chadchart Sittipunt
დაარსდა 21 აპრილი, 1782
ფართობი 1,568.737 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2 მეტრი
მოსახლეობა 8 280 925[1] კაცი (2010)
სიმჭიდროვე 5,258.60 კაცი/კმ²
აგლომერაცია 14,565,520
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 10###
ოფიციალური საიტი bma.go.th
ბანგკოკი — ტაილანდი
ბანგკოკი

ბანგკოკი ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და დინამიური ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბოლო დროს ის რეგიონური ცენტრის პოზიციაში ეპაექრება სინგაპურსა და ჰონკონგს. ქალაქი ცნობილია თავისი კულტურული ღირშესანიშნაობებით და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომლის მიმზიდველობას სხვა დანარჩენთან ფაქტორებთან ერთად ასევე შედარებითი სიიაფეც განაპირობებს. ბანგკოკი მუდმივად ხვდება ტურისტული დანიშნულების ადგილების საერთაშორისო რეიტინგების სათავეებში. მისი მთავარი ღირშესანიშნაობებია წითელი ფარნების კვარტალები, დიდი სასახლე და ბუდისტური ტაძრები.

 
XVII საუკუნის ბანგკოკის რუკა

ბანგკოკის ისტორია XV საუკუნეში იწყება, როცა ის მდინარე ჩაო ფრაიას დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელი და აიუთაიას სამეფოს ნაწილი იყო. მდინარის ნაპირზე სტრატეგიულმა მდებარეობამ ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას შეუწყო ხელი. თავდაპირველად, ბანგკოკი საბაჟო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მდინარის ორივე ნაპირზე ციხე-სიმაგრეები იყო განლაგებული. მათთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენაა 1688 წლის ალყა, რომლიც შედეგადაც ფრანგები სიამიდან განდევნეს. დღევანდელი ბანგკოკის დაარსების თარიღად 1782 წლის 21 აპრილი სახელდება, დღე, როდესაც ქალაქის სვეტები აღმართეს.

ბანგკოკის ეკომომიკა თანდათანობით საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებით იზრდებოდა, თავდაპირველად ჩინეთთან, ხოლო XIX საუკუნიდან – ევროპელ ვაჭრებთან. ბანგკოკი სიამური მოდერნიზაციის ცენტრს წარმოადგენდა. მეფეებმა, რამა IV-მ და რამა V-მ ქალაქში მრავალი სიახლე დანერგეს, რომელთა შორისაც იყო ორთქლის ძრავა, საბეჭდი მანქანა, რკინიგზა, კომუნალური ინფრასტრუქტურა, ფორმალური განათლება და ჯანდაცვა. ბანგკოკი დაპირისპირების სარბიელს წარმოადგენდა სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას შორის 1932 წელს, როცა ქვეყანაში აბსოლუტური მონარქია გაუქმდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბანგკოკში აშშ-მ და გაერთიანებული სამეფომ საჰაერო დაბომბვები განახორციელეს, რადგანაც ტაილანდი იაპონიის მოკავშირე ქვეყანა იყო. ომის შემდგომ პერიოდში ქალაქი აშშ-ს დახმარებისა და მთავრობის დაფინანსების საშუალებით მალევე აღადგინეს. არაპროპორციულმა ურბანულმა განვითარებამ შემოსავლის უთანასწორობა და მოსახლეობის სოფლებიდან დედაქალაქში მიგრაცია განაპირობა. 1960-იან წლებში ბანგკოკის მოსახლეობა 1.8 მილიონიდან 3 მილიონამდე გაიზარდა.

ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ, იაპონიამ ბანგკოკში ინვესტიციების ჩადება დაიწყო. ამის შედეგად გაფართოვდა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რამაც ქალაქის ფინანსური ზრდა განაპირობა,[3] რომელიც დიდი წარმატებით გრძელდებოდა 1980-იან და 1990-იან წლებში. ბანგკოკის ეკონომიკური ზრდა 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა, რომელმაც ქალაქში მრავალი საზოგადოებრივი და სოციალური პრობლემა წარმოშვა.

ქალაქი დღევანდელი სახით 1972 წელს, ბანგკოკის მეტროპოლიტურ ადმინისტრაციასთან ერთად დაარსდა.

მთავრობა

რედაქტირება

ქალაქის ადგილობრივი სამთავრობო ორგანოა ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია, რომლის მეთაურიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. ადმინისტრაცია ორ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებად იყოფა, ესენია: ბანგკოკის მთავრობა და ბანგკოკის მეტროპოლიტური საბჭო. მთავრობის მეთაურია ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაციის მდივანი. საბჭოს არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. საკანონმდებლო ორგანოში თითოეულ რაიონს ერთი ან მეტი წარმომადგენელი ჰყავს. 2014 წელს, ტაილანდის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ბანგკოკში ყველა ადგილობრივი არჩევნები გაუქმდა და ამავე წლის 15 სექტემბერს საბჭოს წევრები მთავრობამ დანიშნა.[4]

ბანგკოკი 5 რაიონად და 180 ქვერაიონადაა დაყოფილი. თითოეულ რაიონს მთავრობის მიერ დანიშნული მოხელე ხელმძღვანელობს. რაიონული საბჭოები, რომლებიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევიან, რაონის ხელმძღვანელის საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციას ასრულებენ.

ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაცია პასუხისმგებელია ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, დაგეგმარებაზე, მშენებლობათა კონტროლზე, ტრანსპორტზე, ნარჩენების მართვაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე.[5] ადმინისტრაცია ექვს დეპარტამენტადაა დაყოფილი, რომლებიც მისი პასუხისმგებლობების სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს.

ბანგკოკში ქვეყნის ყველა სახელისუფლებო ორგანოა განლაგებული, ესენია: მთავრობა, პარლამენტი და უზენაესი, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სასამართლოები.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მდინარე ჩაო ფრაია და მისი არხები

ბანგკოკის ფართობია 1 568,7 კმ², რითაც ტაილანდის პროვინციებს შორის 69-ე ადგილს იკავებს. ქალაქის ურბანული სივრცე 700 კმ²-ზეა გადაჭიმული.

ბანგკოკი ტაილანდის ცენტრალურ ვაკეზე, მდინარე ჩაო ფრაიას ნაპირებზე მდებარეობს, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრში ტაილანდის ყურეში ჩაედინება. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1.5 მეტრია.[6] ბანგკოკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჭაობებით იყო დაფარული, რომლებიც თანდათანობით ამოშრა, რის შემდეგაც სარწყავი მიზნით არხები გაიყვანეს. დღეისათვის არხების უმრავლესობა საკმაოდ დაბინძურებულია; ბანგკოკის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ რამდენიმე მათგანის გასაწმენდად სპეციალური სამუშაოები ჩაატარა.

XIX საუკუნემდე, სანამ ქალაქში გზებს გაიყვანდნენ, ნაოსნობა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო და მოსახლეობის უმეტესობა მდინარის ნაპირას ცხოვრობდა, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ XIX საუკუნეში ბანგკოკს „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებდნენ.[7]

ბანგკოკში ტროპიკული სავანის ჰავაა. წლის განმავლობაში ქალაქში ძირითადად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ყველაზე ცივი თვეა დეკემპერი, რომლის საშუალო ტემპერატურა 22.0 °C-ია, ხოლო ყველაზე ცხელი თვე აპრილია, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა 35.4 °C-ია. ქალაქისთვის დამახასიათებელია სამი სეზონი: ცხელი, წვიმიანი და ცივი. წვიმიანი სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრამდე, ხოლო ცივი სეზონი ოქტომბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ბანგკოკში რეკორდული ტემპერატურული მაქსიმუმი – 40.1 °C 2013 წლის მარტში დაფიქსირდა,[8] ხოლო მინიმუმი – 9.9 °C 1955 წლის იანვარში.[9]

NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის კლიმატის გავლენის შემსწავლელი ჯგუფის მეცნიერები მსოფლიოს დიდი ქალაქების, მათ შორის ბანგკოკის კლიმატურ მონაცემების ანალიზს აკეთებენ. 1960 წელს ქალაქში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა ერთი წლის განმავლობაში 193 დღის მანძილზე დაფიქსირდა. 2018 წელს ასეთი დღეების რიცხვმა 276-ს მიაღწია. NASA-ს მეცნიერთა პროგნოზით, 2100 წლისთვის ბანგკოკში 32 °C-ზე მაღალი ტემპერატურა 297-დან 344 დღემდე დაფიქსირდება.[10]

ჰავის მონაცემები — Bangkok Metropolis (1991–2020, extremes 1840–present)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 37.6 38.8 40.1 40.0 41.0 38.8 38.4 38.2 37.4 37.9 38.8 37.1 41.0
საშუალო მაღალი °C 32.7 33.7 34.7 35.7 35.1 34.1 33.5 33.3 33.2 33.3 33.1 32.3 33.7
საშუალო დღიური °C 27.4 28.6 29.7 30.7 30.3 29.7 29.2 29.2 28.6 28.4 28.4 27.3 28.9
საშუალო დაბალი °C 23.4 24.8 26.4 27.2 26.9 26.4 26.1 25.9 25.4 25.2 24.7 23.2 25.4
რეკორდულად დაბალი °C 9.9 14.9 13.7 19.9 21.1 21.1 21.9 21.2 21.3 18.3 14.2 10.5 9.9
საშუალო ნალექი (მმ) 23.6 21.4 51.0 93.3 216.8 198.5 189.7 227.1 335.9 288.7 44.6 11.6 1 702,1
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1.0 mm) 1.9 1.9 3.4 5.4 12.4 13.4 14.1 15.6 18.0 14.4 3.8 1.0 105.3
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 67.9 70.5 72.6 72.0 74.4 75.2 75.5 76.4 79.3 78.0 68.8 65.6 73.0
ცვრის წერტილის საშუალო °C 20.4 22.2 23.9 24.8 24.9 24.6 24.2 24.2 24.4 23.9 21.7 19.2 23.2
საშუალო თვიური მზიანი საათები 216.0 215.8 234.2 226.6 196.2 158.4 140.7 128.9 129.6 157.5 194.8 213.5 2 212,2
საშუალო UV ინდექსი 10 12 12 12 12 12 12 12 12 11 10 9 11
წყარო 1: World Meteorological Organization,[11] Thai Meteorological Department (Feb–May record highs, 1951–2022;[12] Nov–Feb record lows, 1951–2021[13]), CNN (May record high),[14] Ogimet (other record highs/lows)
წყარო 2: Weather Atlas (UV),[15] Meteo Climat (record),[16]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
ბანგკოკის ჩინური კვარტალი

2018 წლის აღწერის მიხედვით, ბანგკოკში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი ნახევარი ქალაქში საცხოვრებლად ტაილანდის სხვა პროვინციებიდანაა გადასული.[17] 2010 წლის აღწერის მიხედვით, ბანგკოკის მეტროპოლიტური რეგიონის მცხოვრებთა რიცხვი 14,6 მილიონია.

ბანგკოკი კოსმოპოლიტური ქალაქია. აზიის ქვეყნებიდან ქალაქში 567,120 ემიგრანტი ცხოვრობს, მათ შორის 71,024 ჩინეთიდან და 63,069 იაპონიიდან, 88,177 – ევროპიდან, 32,241 – ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან, 5,856 – ოკეანეთიდან და 5,758 – აფრიკიდან. მეზობელი ქვეყნებიდან გადმოსულ ემიგრანტებს შორის 216,528 ბირმელია, 72,934 კამბოჯელი და 52,498 ლაოსელი.[18] 2018 წელს ბანგკოკის დასაქმების დეპარტამენტში 370,00-ზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა.

ქალაქში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბუდიზმი. მისი მიმდევარი მოსახლეობის 91%-ია. დანარჩენ რელიგიებს შორისაა ისლამი, ქრისტიანობა, ინდუიზმი, სიქიზმი და კონფუციანიზმი.[19]

ეკონომიკა

რედაქტირება

ბანგკოკი ტაილანდის ეკონომიკური და საინვესტიციო ცენტრია. 2010 წელს, ქალაქმა 3.142 მილიარდი ბატის ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის მშპ-ს 29.1%-ს შეადგენდა, ხოლო ბანგკოკის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 456,911 ბატი იყო, რაც ტაილანდის საშუალო მაჩვენებელს – 160,556 ბატს თითქმის სამჯერ აღემატებოდა. ამავე წელს ბანგკოკის მეტროპოლიტურმა რეგიონმა 4.773 მილიარდი ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის მშპ-ს 44.2%-ს შეადგენდა.[20] ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლის მიხედვით აზიის ქალაქებს შორის ბანგკოკი მეექვსე ადგილს იკავებს.[21]

ბანგკოკის ეკონომიკის წამყვანი სექტორი საბითუბო და საცალო ვაჭრობაა, რომელიც ქალაქის მშპ-ს 24%-ს გამოიმუშავებს. მას მოჰყვება წარმოების სფერო, რომელზედაც მშპ-ს 14.3% მოდის; უძრავი ქონება, გაქირავება და ბიზნეს საქმიანობა (12.4%); და ტრანსპორტი და კომუნიკაციები (11.6%). ბანგკოკში ტაილანდის სერვისის სექტორის შემოსავლის 48.4% გამომუშავდება, რაც ქვეყნის მშპ-ს 49%-ია. ბანგკოკის მეტროპოლიტური რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი წარმოების სფეროს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის მშპ-ს 28.2%-ს გამოიმუშავებს. ბანგკოკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამმართველი ძალაა ტურიზმი. 2010 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 425.7 მილიარდი ბატი იყო.

ბანგკოკი ალფა კატეგორიის გლობალური ქალაქია და გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის სიაში 59-ე ადგილს იკავებს.[22][23]

ბანგკოკში ტაილანდის ყველა კომერციული ბანკის შტაბ-ბინები, ფინანსური ინსტიტუციები და ქვეყნის უდიდესი კომპანიები მდებარეობს. აგრეთვე ქალაქში ოფისი აქვს მრავალ საერთაშორისო კომპანიას. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში Forbes 2000 ბანგკოკში დაარსებული 17 კომპანია შედის.[24]

2010 წლის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბანგკოკის მოსახლეობის 0.64% ცხოვრობდა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 7.75% იყო.[25] ქალაქში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელია, 0.48-ს უდრის.[26]

ბანგკოკი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული დანიშნულების ადგილია. ქალაქში განვითარებულია როგორც გარე, ასევე შიდა ტურიზმი. 2010 წელს ბანგკოკს 26,861,095 ტაილანდელი და 11,361,808 უცხოელი მნახველი ეწვია. ამ წელს ტურისტებმა ქალაქის სასტუმრო ნომრების 49.9% იქირავეს.[27] 2010-დან 2013 წლამდე ბანგკოკი ჟურნალის Travel + Leisure გამოკითხვაში „მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად“ ზედიზედ 4-ჯერ დასახელდა.[28] 2016 წელს ბანგკოკი „ევრომონიტორის“ საუკეთესო სამიზნე ქალაქების სიაში მეოთზე ადგილზე გავიდა.[29] 2017 წელს ქალაქი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშულებია ადგილების მრავალი რეიტინგის სათავეში მოხვდა.[30][31][32][33] 2018 წლის MasterCard-ის გლობალური სამიზნე ქალაქების ინდექსში ბანგკოკმა მსოფლიოს 162 ქალაქს შორის პირველი ადგილი დაიკავა ლონდონის შემდეგ, რომელსაც 2017 წელს 20 მილიონზე მეტი მნახველი ესტუმრა.[34]

ჯანდაცვა

რედაქტირება
 
ბანგკოკის უძველესი საავადმყოფო, რომელიც 1888 წელსაა დაარსებული

ბანგკოკში 42 საჯარო საავადმყოფო, მათ შორის 5 საუნივერსიტეტო, 98 კერძო საავადმყოფო და 4,063 რეგისტრირებული კლინიკაა.[35] ბანგკოკის მეტროპოლიტური ადმინისტრაციის სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი 9 საჯარო საავადმყოფოს მართავს.

განათლება

რედაქტირება

ბანგკოკი ტაილანდის საგანმანათლებლო ცენტრია. ქალაქში პირველი სკოლები XIX საუკუნის ბოლოს დაარსდა, ხოლო დღეისათვის მათი რიცხვი 1,352-ია. ტაილანდის უნივერსიტეტთა უმრავლესობა ბანგკოკში მდიბარეობს, მათ შორისაა ქვეყნის ხუთი უძველესი უნივერსიტეტი, რომლებიც 1917-დან 1943 წლამდე პერიოდში დაარსებული.

ბანგკოკში 1960-იან წლებში, 10-დან 19 წლამდე სკოლის მოსწავლეთა 60-70% ქალაქში საშუალო განათლების მისაღებად იყო ემიგრირებული.

კრიმინალი და უსაფრთხოება

რედაქტირება

ბანგკოკის მეტროპოლიტური პოლიციის ბიუროს სტატისტიკის მიხედვით, 2010 წელს ყველაზე გავრცელებული დანაშაული სახლის გატეხვა იყო, რომლის 12.347 შემთხვევა დაფიქსირდა. მას მოჰყვებოდა მოტოციკლის ქურდობის 5,504, თავდასხმის 3,694 და ფულის მითვისების ან გაფლანგვის 2,836 შემთხევა. ამავე წელს სერიოზულ დანაშაულებს შორის დაფიქსირდა 183 მკვლელობის, 81 ჯგუფური ძარცვის, 265 ძარცვის, 1 მოტაცებისა და 9 ცეცხლის წაკიდების შემთხვევა. 2007 წელს ტაილანდში იუსტიციის სამინისტრომ კრიმინალის მსხვერპლთა კვლევა ჩატარდა, რომელშიც გამოკითხული ოჯახების 2.7%-მა განაცხადა, რომ კრიმინალური დანაშაული მსხვერპლი იყო.[36]

ბანგკოკში ძირითად საშიშროებას ავტოსაგზაო შემთხვევები წარმოადგენს. 2010 წელს ქალაქში 37,985 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 16,602 ადამიანი დაშავდა და 456 დაიღუპა, ხოლო ფულადმა ზარალმა 446.42 მილიონი ბატი შეადგინა. ფატალურ შემთხევათა წილი ქალაქში შედარებით დაბალია. 2010 წელს, ბანგკოკში ქვეყანაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევევათა 50.9% დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქზე ფატალურ შემთხევათა მხოლოდ 6.2% მოდიოდა.[37] ბანგკოკში აგრეთვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ ცოფიანი ქუჩის ძაღლები, რომელთა რიცხვიც 300,000-ზე მეტია.[38] დედაქალაქის საავადმყოფოებს ყველაზე ხშირად სწორედ ქუჩის ძაღლების ნაკბენის სამკურნალოდ აკითხავენ.[39]

საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება

ბანგკოკში გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური კომისიის შტაბ-ბინა მდებარეობს. ქალაქში მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული ოფისია განლაგებული, ესენია: გაეროს აზიისა და წყარი ოკეანის რეგიონის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი და გაეროს ბავშვთა ფონდი.[40]

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

ბანგკოკი დაძმობილებულია 19 ქვეყნის 28 ქალაქთან.[41] ესენია:

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Table 1 Population by sex, household type and household by type, average size of private household by region and area: 2010. Statistic tables, NSO website. National Statistics Office. ციტირების თარიღი: 18 September 2012.
  2. ბანგკოკს ოფიციალური სახელწოდება ეცვლება და კრუნ თხეფ მაჰა ნახონი დაერქმევა
  3. Baker & Pongpaichit 2005, pp. 37–41, 45, 52–71, 149–150, 162, 199–204.
  4. คำสั่งหัวหน้าคณะรักษาความสงบแห่งชาติ ที่ ๖๔/๒๕๕๙ เรื่อง การให้ผู้ว่าราชการกรุงเทพมหานครพ้นจากตำแหน่ง และการแต่งตั้งผู้ว่าราชการกรุงเทพมหานคร (PDF). Royal Gazette (Thai). 133 (พิเศษ 238 ง): 9–10. 2016-10-18.
  5. Thavisin et al. (eds) 2006, pp. 80–82.
  6. Sinsakul, Sin (August 2000). „Late Quaternary geology of the Lower Central Plain, Thailand“. Journal of Asian Earth Sciences. 18 (4): 415–426. Bibcode:2000JAESc..18..415S. doi:10.1016/S1367-9120(99)00075-9. ISSN 1367-9120.
  7. Smyth, H. Warrington (1898). Five years in Siam: from 1891 to 1896. Charles Scribner's Sons, გვ. 9.  Quoted in Baker & Phongpaichit 2005, p. 90.
  8. Wangkiat, Paritta (15 July 2018). „Strong Cities Needed“ (in Spectrum). Bangkok Post. ციტირების თარიღი: 16 July 2018.
  9. Thai Meteorological Department. Extreme minimum temperature during winter season in Thailand 60-year period (1951–2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2020-08-07.
  10. Popovich, Nadja; Migliozzi, Blacki; Taylor, Rumsey; Williams, Josh; Watkins, Derek (n.d.). „How Much Hotter Is Your Hometown Than When You Were Born?“ (Interactive graphic). New York Times. NASA Goddard Institute for Space Studies. ციტირების თარიღი: 1 September 2018.
  11. World Meteorological Organization Climate Normals for 1991–2020. World Meteorological Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2023. ციტირების თარიღი: 2 August 2023
  12. th:สถิติอุณหภูมิสูงที่สุดในช่วงฤดูร้อนของประเทศไทยระหว่าง พ.ศ. 2494 - 2565. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 19 March 2023
  13. Extreme minimum temperature during winter season in Thailand 71 year period (1951 - 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 19 March 2023
  14. Subramaniam, Tara (8 May 2023). „Vietnam and Laos record hottest temperatures ever as heat wave grips Southeast Asia“. CNN. ციტირების თარიღი: 2 June 2023.
  15. Bangkok, Thailand – Detailed climate information and monthly weather forecast. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 1 August 2022
  16. Station Bangkok fr. Meteo Climat. ციტირების თარიღი: 11 June 2016
  17. รายงานสถิติจำนวนประชากรและบ้าน ประจำปี พ.ศ. 2557 (Population and household statistics, 2014). Department of Provincial Administration. ციტირების თარიღი: 30 July 2015.
  18. (2012) „Table 5 Population by nationality and sex“, The 2010 Population and Housing Census: Bangkok. National Statistical Office. 
  19. Table 4 Population by religion, region and area: 2010. National Statistics Office. ციტირების თარიღი: 18 September 2012.
  20. NESDB 2012, pp. 26, 39–40, 48–49, 62–63, 218–219.
  21. Naudin (ed.) 2010, p. 85.
  22. Globalization and World Cities Research Network. (13 November 2018) The World According to GaWC 2018. Loughborough University. ციტირების თარიღი: 27 February 2018.
  23. Yeandle, Mark (March 2012). The Global Financial Centres Index 11. Long Finance, გვ. 5. ISBN 978-0-9546207-7-6. ციტირების თარიღი: 25 September 2012.  დაარქივებული 19 March 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  24. The World's Biggest Public Companies. Forbes.com LLC (April 2012). ციტირების თარიღი: 25 September 2012.
  25. ตารางที่ 1.2 สัดส่วนคนจนด้านรายจ่าย จำแนกตามภาคและพื้นที่ ปี พ.ศ. 2531–2553 (Poverty rates by expenses, sorted by region and area, 1988–2010) Thai. Office of the National Economic and Social Development Board (26 September 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 September 2012.
  26. Moreno, Eduardo López; Oyeyinka, Oyebanji; Mboup, Gora (2008) State of the World's Cities 2010/2011 – Cities for All: Bridging the Urban Divide (PDF), State of the World's Cities, Earthscan, გვ. 194. ISBN 978-1-84971-176-0. ციტირების თარიღი: 25 September 2012.  დაარქივებული 23 May 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  27. Internal tourism in Bangkok. Department of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2013. ციტირების თარიღი: 22 September 2012.
  28. 2013 World's Best Cities. American Express Publishing Corporation. ციტირების თარიღი: 31 July 2013.
  29. Top 100 Cities Destination Ranking. Euromonitor International (21 January 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 6 June 2013.
  30. Talty, Alexandra (26 September 2017). „Bangkok Named Most Popular City For International Tourists in 2017“. Forbes. ციტირების თარიღი: 2 October 2017.
  31. Hao, Karen (26 September 2017). „The overwhelming majority of popular tourist destinations are in Asia“. Quartz. ციტირების თარიღი: 2 October 2017.
  32. Hunter, Marnie (26 September 2017). „10 most popular cities for international travelers in 2017“. CNN Travel (Cable News Network). ციტირების თარიღი: 2 October 2017.
  33. Morton, Caitlin. (26 September 2017) The ten most visited cites of 2017. ციტირების თარიღი: 2 October 2017.
  34. Big Cities, Big Business: Bangkok, London and Paris Lead the Way in Mastercard's 2018 Global Destination Cities Index (Press release) (25 September 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 2018-10-06.
  35. สถิติสถานพยาบาลเอกชน ปี 2554 (Private healthcare provider statistics, 2011) (Microsoft Excel spreadsheet). Medical Registration Division, Department of Health Service Support, Ministry of Public Health. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2013. ციტირების თარიღი: 15 September 2012.
  36. ข้อมูลสถิติอาชญากรรมภาคประชาชนในกรุงเทพมหานคร (Crime victim statistics, Bangkok). Office of Justice Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 September 2015. ციტირების თარიღი: 24 September 2012.
  37. Traffic and Transportation Department, pp. 138–144.
  38. „Stray Dogs Overwhelming Bangkok“. National Geographic. National Geographic Society. AP. 8 June 2009. ციტირების თარიღი: 24 September 2012.
  39. Bhanganada, Kasian; Wilde, Henry; Sakolsataydorn, Piyasakol; Oonsombat, Pairoj (December 1993). „Dog-bite injuries at a Bangkok teaching hospital“. Acta Tropica. 55 (4): 249–255. doi:10.1016/0001-706X(93)90082-M. PMID 8147281.
  40. UN Offices in Thailand. United Nations Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2012. ციტირების თარიღი: 9 May 2012.
  41. International Affairs Division. Relationship with Sister Cities. International Affairs Division website. International Affairs Division, Bangkok Metropolitan Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 10 November 2019.
  42. International Affairs Division. Relationship with Sister Cities: Aichi. International Affairs Division website. International Affairs Division, Bangkok Metropolitan Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 12 September 2012.
  43. Greater Ankara Municipality. Friendship and cooperation agreement between Bangkok Metropolitan Administration of the Kingdom of Thailand and the Greater Ankara Municipality of the Republic of Turkey (21 March 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  44. Bangkok Metropolitan Administration. Agreement on establishment of bilateral relations between the Akimat of Astana City of the Republic of Kazakhstan and the City of Bangkok of Kingdom Thailand (11 June 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  45. Agreement on the Establishment of Sister City Relations between Bangkok Metropolitan Administration of the Kingdom of Thailand and the Beijing Municipality of the People's Republic of China (26 May 1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  46. City of Brisbane. Memorandum of Understanding between the City of Bangkok, The Kingdom of Thailand and the City of Brisbane, Queensland, Australia (7 May 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  47. Local Government of Budapest. Letter of Intent of Cooperation between Bangkok Metropolitan Administration (BMA) and Local Government of Budapest (20 February 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  48. Bangkok Metropolitan Administration. Busan Metropolitan City – Bangkok Metropolitan Administration Agreement on the Establishment of a Friendship City Relationship (14 March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  49. Agreement of Sister City Relations. Office.bangkok.go.th. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2011. ციტირების თარიღი: 27 June 2010.
  50. Bangkok Metropolitan Administration. Agreement between Chaozhou City, the People's Republic of China and Bangkok, Kingdom of Thailand on the Establishment of Sister City Relations (23 November 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  51. Chengdu Municipal People's Government. Agreement on The Establishment of Friendly City Relations Between The Bangkok Metropolitan Administration, The Kingdom of Thailand and The Chengdu Municipal People's Government, The People's Republic of China (10 May 2017).
  52. Bangkok Metropolitan Administration. Agreement between Chonqing Municipality of the People's Republic of China and Bangkok Metropolitan Administration of the Kingdom of Thailand on the establishment of sister-city relationship (26 September 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  53. Daegu Metropolitan City. Agreement on The Establishment of Friendship City Relations Between The Bangkok Metropolitan Administration, The Kingdom of Thailand and The Daegu Metropolitan Government, The Republic of Korea (17 August 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2022. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  54. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of Understanding On the Establishment of Friendly Relations between The City of Dalian The People's Republic of China and The Bangkok Metropolitan Administration The Kingdom of Thailand (19 July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  55. International Affairs Division. Relationship with Sister Cities: Fukuoka. International Affairs Division website. International Affairs Division, Bangkok Metropolitan Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 12 September 2012.
  56. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of understanding between Municipal Council of Penang Island of Malaysia and Bangkok Metropolitan Administration of the Kingdom of Thailand on the establishment of friendly cities (5 April 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  57. Sister Cities of Guangzhou. Guangzhou Foreign Affairs Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2011. ციტირების თარიღი: 10 February 2010.
  58. City of Guanzhou. Agreement on the establishment of sister city relations between Bangkok, Kingdom of Thailand and City of Guangzhou, the People's Republic of China (13 November 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  59. Bangkok Metropolitan Administration. Agreement on cooperative and friendship relations between Hanoi Capital City and Bangkok Metropolitan Administration (25 February 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  60. Bangkok Metropolitan Administration. Agreement on Establishment Friendly Relations between The People's Committee of Ho Chi Minh City The Socialist Republic of Vietnam and The Bangkok Metropolitan Administration The Kingdom of Thailand (3 April 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  61. Jakarta Capital City Administration. Memorandum of understanding between Bangkok Metropolitan Administration, Kingdom of Thailand and the Jakarta Capital City Administration, Republic of Indonesia concerning sister city cooperation (21 January 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  62. Bangkok Metropolitan Administration. Accord de fraternité entre La Ville de Lausanne Capitale du Canton de Vaud Confédération Helvétique et La Ville de Bangkok Royaume de Thaïlande (29 December 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  63. Bangkok Metropolitan Administration. Friendship And Co-Operation Agreement between The City of Lisbon Portugal Republic and The Bangkok Metropolitan Administration Kingdom of Thailand (19 July 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  64. Existing Sister Cities. City of Manila. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2009. ციტირების თარიღი: 2 September 2009.
  65. City of Manila. Sister city friendship affiliation (24 June 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  66. City of Moscow. Protocol of friendly ties between the cities of Bangkok and Moscow (19 June 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  67. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of understanding between Municipality of Phnom Penh Kingdom of Cambodia and Bangkok Metropolitan Administration Kingdom of Thailand (4 January 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  68. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of understanding between The Municipality of Porto Portugal Republic and The Bangkok Metropolitan Administration Kingdom of Thailand (5 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  69. St. Petersburg in figures > International and Interregional Ties. Eng.gov.spb.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2009. ციტირების თარიღი: 27 June 2010.
  70. City of St.Petersburg. Protocol on Cooperation between the City of Bangkok (the Kingdom of Thailand) and the City of St. Petersburg (the Russian Federation) (20 June 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  71. Bangkok Metropolitan Administration. Sister City Agreement between the Seoul Metropolitan Government, Republic of Korea and the Bangkok Metropolitan Administration, the Kingdom of Thailand (16 June 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  72. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of understanding between People's Government of Shandong Province People's Republic of China and Bangkok Metropolitan Administration Kingdom of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-21. ციტირების თარიღი: 2020-08-07.
  73. International Affairs Division, Bangkok Metropolitan Administration. Memorandum on Friendly Cooperation and Exchange between Foreign Affairs Office, Shanghai Municipal People's Government People's Republic of China and International Affairs Division, Bangkok Metropolitan Administration Kingdom of Thailand (17 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  74. The City of Bangkok. Memorandum of understanding on The Establishment of Sister-City Relations between The City of Shenzhen of The People's Republic of China and The City of Bangkok of The Kingdom of Thailand (10 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  75. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of understanding between Tehran Municipality Islamic Republic of Iran and Bangkok Metropolitan Administration Kingdom of Thailand (6 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  76. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of understanding between The People's Committee of Hue City The Socialist Republic of Vietnam and The Bangkok Metropolitan Administration The Kingdom of Thailand (5 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 თებერვალი 2022. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  77. Bangkok Metropolitan Administration. Agreement between Tianjin Municipal Government of the People's Republic of China and Bangkok Metropolitan Administration of the Kingdom of Thailand on the establishment of friendship exchanges and cooperative relationship (27 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  78. Ulaanbaatar. Agreement on the Establishment of Sister City Relations Between The Bangkok Metropolitan Administration, The Kingdom of Thailand and The City of Ulaanbaatar, Mongolia (27 July 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო 2022. ციტირების თარიღი: 7 აგვისტო 2020.
  79. Bangkok Metropolitan Administration. บันทึกว่าด้วยความร่วมมือ ระหว่างนครหลวงเวียงจันทน์และกรุงเทพมหานคร (24 May 2004).
  80. Bangkok Metropolitan Administration. Resolution: Sister City Affiliation of Washington, D.C. and Bangkok, Thailand (19 February 1962).
  81. Bangkok Metropolitan Administration. Reaffirmation agreement between Washington, D.C. and Bangkok, Thailand (15 July 2002).
  82. Bangkok Metropolitan Administration. Memorandum of understanding between People's Government of Wuhan Municipal People's Republic of China and Bangkok Metropolitan Administration Kingdom of Thailand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-18. ციტირების თარიღი: 2020-08-07.