საბეჭდი მანქანა — მექანიკური, ელექტრომექანიკური ან ელოქტრონული მოწყობილობა ღილაკებით, რომლებზე დაჭერით ასოები და სხვა ნიშნები იბეჭდება დოკუმენტზე, როგორც წესი, ქაღალდზე. ამ მოწყობილობაზე მომუშავე ადამიანებს მბეჭდავებს უწოდებდნენ. 1980-იანი წლების ბოლოდან საბეჭდი მანქანები თანდათან გამოდევნა პერსონალურმა კომპიუტერებმა და XX საუკუნის ბოლოსთვის თითქმის აღარ გამოიყენება.

ადრეული საბეჭდი მანქანა.

პირველი კომერციული საბეჭდი მანქანა გამოჩნდა 1874 წელს.[1] მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საბეჭდი მანქანები მოძველებულად აღიქმება, ერთ დროს ისინი ძალიან სასარგებლო იყო. საბეჭდ მანქანას აქვს კლავიატურა, ღილაკით თითოეული ანბანის შრიფტისა და დამატებითი ნიშნისთვის. მეთოდი, რომლითაც ამგვარი მანქანები ქაღალდზე ანაბეჭდებს ტოვებდა მე-20 საუკუნის ბოლომდე წარმოადგენდა ლითონის ტიპოგრაფიული ელემენტის დარტყმას მელნიან ლენტაზე, რასაც თავის მხრივ ანაბეჭდი ქაღალდზე გადაჰქონდა. როდესაც მრავალი ასლი იყო საჭირო პირის გადამღებ ქაღალდს, ე.წ. „კაპიროვკას“ ათავსებდნენ ფურცლებს შორის, რათა ტიპოგრაფიული ჩაქუჩების დარტმები მრავალ ასლზე გამოჩენილიყო.

ამჟამად საბეჭდ მანქანებს თანამედროვე დაწესებულებებში იყენებენ გარემოებებში, სადაც კომპიუტერი არაპრაქტიკული ან მოუხერხებელია, მაგ. ფორმების შევსებისას და კონვერტებზე მისამართის დასაბეჭდად. დასავლეთში ერთადერთი საწარმო რომელიც კვლავაც აწარმოებს მექანიკურ საბეჭდ მანქანებს არის ოლივეტი, დანარჩენი მწარმოებლები მხოლოდ ელექტრონულ მანქანებს უშვებენ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება