პორტუ
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|პორტუ}} |
პორტუ (პორტ. Porto), თავიდან ერქვა პორტუს კალე — ამ სახელწოდებიდან წარმოიქმნა მთელი ქვეყნის სახელწოდება პორტუგალია . ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 263 000 ადამიანს, აგლომერაციისა კი - 1 551 950-ს და სიდიდით მეორე ქალაქია ქვეყანაში; ასევე, პორტუს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და ნორტეს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდ. დუეროს ჩრდ. სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის შესართავთან. ქალაქს ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ახასიათებს, თუმცა მასზე გავლენას ატლანტის გრილი ნიავი ახდენს, მიუხედავად ამისა ზაფხულში, განსაკუთრებით კი აგვისტოში, აქ ტემპერატურა 40 °C-ს აღწევს.
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 755 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქვეყანა პორტუგალია და პორტვეინი (პორტ.: Vinho do Porto) სახელს ამ ქალაქიდან იღებენ. პორვეინი ქვეყნის ყველაზე განთქმული პროდუქტია. მისი სახელი მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ეს ღვინო ძველდება პორტუს სამხრეთით დობილი ქალაქი ვილა-ნოვა-დე-გაიას ღვინის სარდაფებში. პორტვეინი მის დამახასიათებელ გემოს იღებს ბრენდისგან, რომელსაც მას ფერმენტაციის პროცესის განმავლობაში ამატებენ. ეს დანამატი იწვევს ფერმენტაციის შეჩერებას, რაც ყურძნის სიტკბოს შენარჩუნებას განაპირობებს. ამ პროცესის შედეგი სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა ბრიტანელ ვაჭართა მიერ, რომლებმაც ღვინოს ბრენდი დაამატეს უბრალოდ მისი ინგლისისკენ ხანგრძლივი ტრანსპორტირების განმავლობაში შენარჩუნებისთვის.
პორტუ ასევე ამავე სახელწოდების აგლომერაციის შუაგულშია. ეს პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული ცენტრია, რიც გამოც პორტუს ხშირად უწოდებენ "A capital do norte" (ქართ.: "ჩრდილოეთის დედაქალაქი"), მისი სამეწარმეო სულისკვეთების, დამახასიათებელი კულტურის, ხალხისა და ადგილობრივი სამზარეულოს გამო.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- 360° Panoramic of Duero, Luis I and San Juan bridges by Fotohm.com
- Porto Essential Guide
- Coordination and Development Committee of the North Region
- Metropolitan Area of Porto
- Tourism of Porto and Norte Region, Portugal