ვიენტიანი
ვიენტიანი (ლაო. ວຽງຈັນ) — ლაოსის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარე მეკონგზე. ქვეყნის დედაქალაქი გახდა 1563 წელს. ფრანგული მმართველობისას, ვიენტიანი მხოლოდ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ასრულებდა, მაგრამ ბოლო დროის ეკონომიკური წინსვლის პირობებში, ქალაქი ქვეყნის ეკონომიკური ცენტრიც გახდა. ვიენტიანის მოსახლეობა შეადგენს 820 000 ადამიანს (2015).
დედაქალაქი | |
---|---|
ვიენტიანი ວຽງຈັນ | |
ქვეყანა | ლაოსი |
კოორდინატები | 17°58′00″ ჩ. გ. 102°36′00″ ა. გ. / 17.96667° ჩ. გ. 102.60000° ა. გ. |
დაარსდა | 1560 |
ფართობი | 3920 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 174±1 მეტრი |
მოსახლეობა | 820 000 კაცი (2015) |
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 |
ვიენტიანი დედაქალაქად 1573 წელს იქცა, ბირმული შემოჭრის შიშით, თუმცა მოგვიანებით გაძარცვეს და 1827 წელს მიწასთან გაასწორეს ტაილანდელებმა. ვიენტიანი იყო ადმინისტრაციული დედაქალაქი, საფრანგეთის მმართველობის პერიოდში, ხოლო ბოლო პერიოდში განცდილი ეკონომიკური ზრდის გამო, ახლა ლაოსის ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს.
აქ მდებარეობს ლაოსის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი: ფა ტჰათ ლუანგი (Pha That Luang), რომელიც ცნობილია, როგორც ლაოსის სიმბოლო და ბუდიზმის ხატი. ლაოსში ასევე გვხვდება სხვა მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძრები, როგორიცაა მაგალითად ჰავ ფრა კაუ (Haw Phra Kaew), რომელიც ზურმუხტოვანი ბუდას სახლი იყო.
2009 წელს, ქალაქმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშების, 25-ე შეხვედრას უმასპინძლა, ამავე თამაშების 50 წლის იუბილეზე.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაქალაქის სახელწოდება მომდინარეობს პალიდან, ტერავადა ბუდიზმის სალიტურგიო ენიდან. ძველ ლაოსურ წარწერებზე დაყრდნობით, ქალაქის სახელი ითარგმნება როგორც „სანდალოზის ხის ქალაქი“ (დაწერილია პიქტოგრამულად, განსხვავებით თანამედროვე ლაოსური ენისგან, რომელიც იწერება ფონეტიკურად), რაც თანამედროვე ლაოსისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოებას. ვიენტიანი რთული სიტყვაა, რომელიც შედგება სიტყვებისგან Vieng (ველი) და Chan, ຈັນທນ໌ (სანდალოზი/სანდალოზის ხე). ვიენტიანი ნიშნავს სანდალოზის ხის ველს. ანალოგიურად, Vang Vieng ნიშნავს „ღია ველს“.
უმეტესობა არა, თუმცა რამდენიმე ლაოსელი ირწმუნება, რომ ქალაქის სახელი ნიშნავს „მთვარის ქალაქს“, თუმცა მეორე ნაწილი ირწმუნება, რომ ქალაქის სახელი სწორედ „სანდალოზის ხის ქალაქია“, რადგან სიტყვა „მთვარე“ ( ທ ຣ ໌, სანსკრიტზე चन्द्र candra) და „სანდალოზის ხე“ (ຈັນ ທ ນ ໌, სანსკრიტზე चन्दन candana), იწერება და გამოითქმის იდენტურად, როგორც თანამედროვე ლაოსურ ენაში. აკადემიური და ისტორიული წყაროების უმეტესობა მიჰყვება ამ მოსაზრებას და ამტკიცებს მისი ტაილანდური (เวียงจันทน์) და ქმერული (វៀងចន្ទន៍) სახელწოდებით, რომელიც ინარჩუნებს ეტიმოლოგიურ მართლწერას და მიუთითებს ქალაქის სახელწოდებაზე: „სანდალოზის ხის ქალაქი“.
ისტორია
რედაქტირებადიდი ლაოსური ეპოპეა, ფრა-ლაკ ფრა-ლამი, ირწმუნება, რომ ქალაქი, პრინც ტატარადამ დააარსა, როდესაც ლეგენდარული ლაოსური სამეფო მუჰონ ინტჰპატა მაჰა ნახონე, რადგან საკუთარი უმცროსი ძმის სასარგებლოდ, ტახტზე უარი თქვა. მან დააარსა ქალაქი მაჰა ტანი სი პან პაო, მდინარე მეკონგის დასავლეთ ნაპირებზე, სავარაუდოა რომ სწორედ ეს ქალაქია, დღევანდელი ტაილანდური ქალაქის უდონთანის, წინამორბედი. ერთ დღეს, შვიდთავიანმა ნაგამ უთხრა ტატარადას, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა უნდა დაეწყო, მდინარის აღმოსავლეთ ნაპირებზე, მაჰა ტანი სი პან პანოს საპირირსპირო მხარეს. თავიდან ამ ქალაქს Chanthabuly Si Sattanakhanahud უწოდეს და ითვლება რომ სწორედ ის არის თანამედროვე ვიენტიანის წინამორბედი.
ფრა-ლაკ ფრა-ლამის საწინააღმდეგოდ, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ვიენტიანი ადრეული ქმერული დასახლება უნდა ყოფილიყო, ინდუისტური ტაძრის გარშემო შემოკრებილი, რომელიც მომავალში ფა ტჰათ ლუანგი-თ ჩანაცვლდა. XI-XII საუკუნეებში, მაშინ როცა ლაოსელი და ტაილანდელი ხალხი ირწმუნება, რომ სამხრეთ ჩინეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შევიდინენ, იქ მყოფი ქმერების დარჩენილი ნაწილი დახოცილი, გადასახლებული ან ასიმილირებულია ლაოსისი ცივილიზაციასთან, რომელმაც მალევე დაიკავა ტერიტორია.
1354 წელს, როდესაც ფან ნუმმა დააარსა ლან ხანგის სამეფო, ვიენტიანი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ქალაქი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო დედაქალაქად შექმნილი. მეფე სეტჰარტჰირატმა ოფიციალურად აღიარა ვიენტიანი, ლან ხანგის დედაქალაქად, 1563 წელს, რათა თავიდან აეცილებინა ბირმული შემოჭრები. როდესაც 1707 წელს, ლან ხანგი დაიშალა, ის ვიენტიანის დამოუკიდებელ სამეფოდ იქცა. 1779 წელს, იგი დაიპყრო სიამელმა გენერალმა, პრაია ჩაკრიმ და სიამის ვასალად აქცია.
როდესაც მეფე ანოვანგი, ხელმეორედ წარუმატებლად აჯანყდა, 1827 წელს სიამის ჯარებმა ის გაანთავისუფლეს. ქალაქი გაძარცვეს და ყველა ლაოსური არტეფაქტი, მათ შორის ბუდას ქანდაკება, მოიპარეს. ვიენტიანი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა, მოსახლეობა პრაქტიკულად სულ გაიხიზნა და ქალაქი ტყეში ჩაიკარგა. საბოლოოდ, 1893 წელს გადავიდა ფრანგების მმართველობაში. 1899 წელს, ლაოსში მდებარე ფრანგული პროტექტორატის დედაქალაქი გახდა. ფრანგებმა აღადგინეს ქალაქი, რესტავრაცია ჩაუტარეს ბუდისტურ ტაძრებს და მრავალი კოლონიური შენობა ააგეს. ფრანგები ვიეტნამელებს მოუწოდებნენ ლაოსში მიგრაციისკენ, რის შედეგადაც ვიენტიანის მოსახლეობის 53%-ს ვიეტნამელები შეადგენდნენ. 1945 წლის ბოლოს, ფრანგებმა გეგმა შეიმუშავეს, ვიენტიანის მოსახლეობის სამ საკვანძო პუნქტში გადაყვანაზე : ვიენტიანის დაბლობზე, სვანნახეთის რეგიონში და ბოლაუნის პლატოზე, რომელიც ინდოჩინეთში იაპონელების შემოსევების შედეგად გაწყდა. მარტინ სტუარტ ფოქსი ვარაუდობს, ეს გეგმა რომ შესრულებულიყო, ლაოსი საკუთარ ქვეყანაზე კონტროლს დაკარგავდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, მცირე წინააღმდეგობის შედეგად, ქალაქი დაეცა და ის იაპონელებმა დაიპყრეს, საქო მასარონის მეთაურობით. 1945 წლის 9 მარტს ჩამოვიდნენ ფრანგი მედესანტეები და დაიხსნენს ქალაქი ოკუპაციისგან, 1945 წლის 24 აპრილს.
ვიენტიანი არასტაბილური გახდა მას შემდეგ, რაც ლაოსის სამოქალაქო ომი დაიწყო, ლაოსის სამეფო მთავრობასა და პატეტ ლაოს შორის. 1960 წლის აგვისტოს, კონ ლემ ხელი ჩაავლო დედაქალაქს და ამტკიცებდა, რომ სუვანა პოუმა უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი. დეკემბრის შუა რიცხვებში, პოუმი ნოსავამ დაიპყრო ქალაქი, დაამარცხა პოუმას მთავრობა და ბოუნ ოუმი დანიშნა პრემიერ-მინისტრად. 1975 წლის შუა რიცხვებში, პატეთ ლაოსის ჯარები ქალაქისკენ დაიძრნენ და ამერიკელებმა დედაქალაქის ევაკუაცია მოახდინეს. 1975 წლის 23 აგვისტოს, 50 პათეტ ლაოს ქალთა კონტინგენტით, სიმბოლურად განთავისუფლდა ქალაქი. 1975 წლის 2 დეკემბერს, პატეთი ლაოს კომუნისტურმა პარტიამ აიღო ვიენტიანი, დაამარცხა ლაოსის სამეფო და ქვეყანას ლაოსის დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდა, რომლის შედეგადაც დასრულდა სამოქალაქო ომი. მეორე დღეს ლაოსმა აჯანყება დაიწყო ჯუნგლებში, პატო ლაოს ჰომონგისა და როიალისტების საბრძოლო ჯგუფებში.
ვიენტიანი 2009 წელს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშების მასპინძელი გახლდათ. ტაილანდში ჩატარებული წინამორბედი თამაშებიდან, 18 შეჯიბრი ჩაიშალა, ლაოსის ჩაკეტილი საზღვრებისა და ვიენტიანში არსებული არასათანადო აღჭურვილობის გამო.
გეოგრაფია და კლიმატი
რედაქტირებაგეოგრაფია
რედაქტირებავიენტიანი, მდინარე მეკონგის ნაპირებზე, ტაილანდის საზღვართან მდებარეობს.
კლიმატი
რედაქტირებავიენტიანი ტროპიკული სავანის კლიმატით ხასიათდება, მკაფიო სველი და მშრალი სეზონებით. მშრალი სეზონი ნოემბრიდან მარტამდე ვრცელდება, სველი სეზონი აპრილში იწყება და დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში გრძელდება. ვიენტიანი მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცხელი და ნოტიოა, თუმცა მშრალი სეზონის განმავლობაში, ნოტიო სეზონისგან განსხვავებით, ტემპერატურა ზოგჯერ ძალიან ვარდება.
-
Le Vat Simuang
-
mekong
ტურიზმი
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ვიენტიანი პატარა ქალაქია, ბევრ ტურისტს იზიდავს. ქალაქში ბევრი ტაძარი და ბუდისტური ძეგლია. უცხოელი ვიზიტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ლაოსის მთავარი ღირსშესანიშნაობა და კულტურული ძეგლი: ფა-ტჰათ-ლუანგი. ის 1566 წელს აშენდა, მეფე სეტჰატჰირატის მიერ, ხოლო 1953 წელს იქნა აღდგენილი. მასში მდებარე, 45 მეტრი სიმაღლის, ოქროს ტუპა, ითვლება, რომ ბუდას რელიკვიებს შეიცავს. ვან სი მუანგიც ასევე საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის. ტაძარი კამბოჯის ინდუსტრიული სალოცავის ნანგრევებზე აშენდა, რომელთა ნანგრევებიც საორიენტაციო დარბაზის უკან კვლავ შემონახულია. იგი 1563 წელს აშენდა, ადგილობრივი გოგონას ნანგ სის დასაცავად. ლეგენდის თანახმად, იმ დროს ორსულად მყოფი ნანგ სი, სასიკვდილოდ გადახტა, რათა მსხვერპლი შეეწირა. ტაძრის წინ მეფე სისავანგ ვონგის ქანდაკებაა აღმართული.
პატუჰაის მემორიალური ძეგლი, 1957–68 წლებში აშენდა, ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ორიენტირია. მისი არქიტექტურა შთაგონებულია პარიზში მდებარე ტრიუმფალური თაღით, ასევე მის დიზაინში შესულია ტიპური ლაოსური დეტალები, მაგ. კინარი, მითური ფრინველი ქალი. ექსტრემალური სიტუაციების მიყვარულ სტუმრებს შეუძლიათ ამ მონუმენტის თავზე ასვლა და ქალაქის ხედით დატკბობა.
ბუდას პარკი 1958 წელს აშენდა, ლუანგ პუ ბუნლეა სულილატის მიერ, მის ბაღებსა და ხეებში მიმოფანტულია ბუდისტური და ინდუისტური ქანდაკებები. პარკი ქალაქიდან 28 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, მდინარე მეკონგის ნაპირზე.
ლაოსში მდებარე სამი ბოულინგის ხეობიდან, ერთ-ერთი ვიენტიანში მდებარეობს. (დანარჩენი ორი ლუანგ პარაბანგსა და პაკსშია განთავსებული)
-
Wat Chan
-
Pha That Laung
-
Wat Chan
-
Phan That Laung
-
Wat Xieng Ngeun
-
Buddha
-
That Dam
-
Chinese Temple
-
Wat Si Muang
კოლეჯი და უნივერსიტეტები
რედაქტირებაქვეყანაში სამი უნივერსიტეტია, მათ შორის ერთ-ერთი, ლაოსის ეროვნული უნივერსიტეტი, ვიენტიანში მდებარეობს.
მაუწყებლობა
რედაქტირება- ლაოსის ეროვნული რადიო, 277 მეტრიანი გადაცემის საშუალებით,
- ჩინეთის საერთაშორისო რადიო, FM 93.0
ეკონომიკა
რედაქტირებავიენტიანი, ლაოსში განხორციელებული ყველა ეკონომიკური ცვლილების მამოძრავებელი ძალაა. ბოლო წლებში, უცხოური ინვესტიციების საშუალებით, ქალაქმა სწრაფი ეკონომიკური ზრდა განიცადა. 2011 წელს, სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობით, ორი მოცემული კომპანიის აქციით, ბირჟა გაიხსნა.
-
მთავრობის სახლი, ვიენტიანში.
-
ვიენტიანის ქუჩა
-
ზღვის სანაპირო, ვიენტიანი
-
ვიენტიანის მარკეტი
ტრანსპორტირება
რედაქტირებალაოსში
რედაქტირებავიენტიანს, ადგილობრივ ავტოსადგურებთან დამაკავშირებელი ავტობუსის ხაზები აქვთ, ქალაქი რეგულარულად სარგებლობს ავტობუსის მომსახურებით. Vientiane Capital State Bus Enterprise უზრუნველყოფს ქალაქის გარშემო ავტობუსის რეგულარულ მომსახურებას.
ტაილანდიდან
რედაქტირებაპირველი ტაილანდ-ლაოსის სამეგობრო ხიდი, 1990-იანებში აშენდა, ის მდინარეს 18 კილომეტრზე კვეთს, მდინარის ქვედა მიმართულებისკენ, ნონგ კაისკენ, ტაილანდი, ის მთავარი გადასასვლელია ორ ქვეყანას შორის. 2007 წელს მისი სახელი შეიცვალა „პირველით“, მას შემდეგ, რაც მეორე მეგობრობის ხიდი ააგეს, რომელიც აკავშირებს მიკდანგას და სავანაკჰეთს, ოფიციალურად 2007 წლის დასაწყისში გაიხსნა.
ტაილანდისკენ
რედაქტირებაყოველდღიურად მიმდინარეობს მიმოსვლა ვიენტიანსა და ნონგჰის, ასევე უდონ ტანისა და ხონ კაინს შორის.
ავიამომსახურება
რედაქტირებავოტის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება ვიენტიანს, აკავშირებს მას აზიის ქვეყნებთან. ლაოსის შიდა ავიახაზებს რეგულარული ფრენები აქვთ ქვეყნის შიგნით, რამდენიმე მიმართულობით. ტაილანდში მდებარე უდონ ტაის აეროპორტი, ერთ-ერთი საკუტრებაა ვოტის საერთაშორისო ავიახაზების ფირმის და მდებარეობს ქალაქიდან 90 კილომეტრზე ნაკლები დაშორებით.
-
ვიენტეს ავტობუსი
-
დილის ბაზარი, ვიენტიანი
-
მაგისტრალი ვიენტიანეს ირგვლივ
ჯანდაცვა
რედაქტირება„Center Medical de l'Ambassade de France“ ხელმისაწვდომია ლაოსში მყოფი უცხოელი საზოგადოებისთვის. მაჰოსოტის საავადმყოფო, მნიშვნელოვანი ადგილობრივი საავადმყოფოა, რომელშიც დაავადებების მკურნალობასთან ერთად, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მხარდაჭერილი კვლევები ხორციელდება. 2011 წელს, აეროპორტის მახლობლად, კლინიკათა ალიანსი გაიხსნა, ტაილანდის სამკურნალო დაწესებულებების მხარდასაჭერად. Setthathirat-ის საერთაშორისო კლინიკას, უცხოელი ექიმები ემსახურებიან. Vientiane Rescue უზრუნველყოფს 24/7, უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მისი მოხალისეობრივი გუნდი კი 2010 წელს დაარსდა.
ტყუპი-დობილი ქალაქები
რედაქტირებავიენტიანი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან :
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიენტიანის ისტორია დაარქივებული 2015-07-22 საიტზე Wayback Machine.
- ვიენტიანის სურათები
- ვიენტიანის რუკა დაარქივებული 2006-06-25 საიტზე Wayback Machine.
- ვიენტიანის სამეფო
- ლაოსისი ეროვნული ბიბლიოთეკა