ლუანგპრაბანგი
ლუანგპრაბანგი (ლაოს. ຫລວງພະບາງ) – ქალაქი ლაოსში. იყო ამავე სახელწოდების სახელმწიფოს დედაქალაქი, ამჟამად ლუანგპრაბანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილში, ვიენტიანიდან 425 კილომეტრზე ჩრდილოეთით. 2005 წლის მონაცემებიტ ქალაქში ცხოვრობს 50 000 კაცი.
ლუანგპრაბანგი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ლაოსი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
კოორდინატები | 19°53′35″ ჩ. გ. 102°08′17″ ა. გ. / 19.89306° ჩ. გ. 102.13806° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 479 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 479 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე (1975 წ.) ქალაქს უწოდებდნენ „სამეფო დედაქალაქს“, რადგან აქ მდებარეობდა ლაოსის მეფის რეზიდენცია. ქალაქის ძველი სახელწოდებაა მიანგ-სუა.
ქალაქს 1995 წლიდან იცავს იუნესკო, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.